დღეს კვარაცხელია "მარადონაზე" ითამაშებს, მამარდაშვილი - "სან მამესზე"

AutoSharing Option
იტალიასა და ესპანეთში ქართველი ლეგიონერების მორიგი მატჩებისთვის ვემზადებით. დღეს, 21 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის (მძლავრი "მილანის" შემქმნელები) ახალ კლუბს, "მონცას" უმასპინძლებს, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" კი ბასკეთში "ბილბაოს" ესტუმრება. რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, შესაძლოა, "კრემონეზეს" რიგებში ვიხილოთ.

კვარაცხელია "დიეგო მარადონას" პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგება. ქართველ შემტევს სერია "ა"-ში მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა - გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას თამაშში სასტარტო მღელვარება მაინც შეინიშნებოდა, თორემ მას დრიბლინგებსა და ორთაბრძოლებში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია."კვარას" წინააღმდეგ 2 მეტოქე
ფეხბურთელის ყურადღებას შევეჩვიეთ და
უახლოეს შეხვედრაშიც ასე უნდა იყოს, თანაც "მონცა" 3-5-2 ტაქტიკის მიმდევარია. ქართველის შეჩერებას ძირითადად, ბრაზილილი მარლონი ეცდება, რომელიც "ბარსელონადანაც" გვახსოვს.

"ნაპოლი" ჯოვანი სიმეონეთი გაძლიერდა, რაც გუნდში კონკურენციას გაზრდის, თუმცა ნიგერიელი ოსიმენი სასტარტოს მუდმივ წევრად უნდა დარჩეს.

თუკი ნეაპოლელებმა სერია "ა" გამარჯვებით ("ვერონასთან" 5:2) დაიწყეს, ახლადაღზებვებული "მონცა" "ტორინოსთან" (1:2) დამარცხდა. გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფორვარდი ანდრია პეტანიაა, რომელიც 2 სეზონის განმავლობაში "ნაპოლიში" თამაშობდა და მისი ტრანსფერი ამ ზაფხულს განხორციელდა.

შეხვედრა კვირას, 21 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.

ამ მატჩამდე ზუსტად 1 საათით ადრე (19:30) კი გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" კარში ვიხილავთ. ჯენარო გატუზოს გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და ამ სვლის გაგრძელებას ეცდება. თავის მხვრივ, ბილბაოელებს სურთ, ზედიზედ მე-2 საშინაო მატჩში მაინც გაიმარჯვონ.

"ბილბაოს" კარს ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი იცავს, მათი მთავარი მწვრთნელი კი "ბარსელონას" ექსდამრიგებელი ერნესტო ვალვერდეა.

"სან მამესზე" საინტერესო თამაში უნდა ვიხილოთ. შეგახსენებთ, მამარდაშვილს 1-ელ ტურში "მშრალი" მატჩი ჰქონდა ("ჟირონასთან" 1:0).

altLiverpool.com: კვარაცხელიამ რუსული ლიგის ბორკილებს თავი დააღწია - კლოპისთვის არქეტიპული იქნება

altსაქართველოს თუ უკრაინის ნაკრების მეკარე? - "მანჩესტერი" არჩევანს გიორგისა და გეორგის შორის გააკეთებს?

altკვარაცხელიას აღნიშვნის "ქართული" თარგმანი და ხვიჩა დი მარიას გზაზე?!

მკითხველის კომენტარები / 14 /
უდიდაში წარმატება ჩვენს ლომ ბიჭებს✊❤️
გომორძგუა მარგალეფც
14:17 21-08-2022
1
უდიდაში წარმატება ჩვენს ლომ ბიჭებს✊❤️
გომორძგუა მარგალეფც
14:07 21-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული