კვარაცხელია "დიეგო მარადონას" პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგება. ქართველ შემტევს სერია "ა"-ში მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა - გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას თამაშში სასტარტო მღელვარება მაინც შეინიშნებოდა, თორემ მას დრიბლინგებსა და ორთაბრძოლებში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია."კვარას" წინააღმდეგ 2 მეტოქე
უახლოეს შეხვედრაშიც ასე უნდა იყოს, თანაც "მონცა" 3-5-2 ტაქტიკის მიმდევარია. ქართველის შეჩერებას ძირითადად, ბრაზილილი მარლონი ეცდება, რომელიც "ბარსელონადანაც" გვახსოვს.
"ნაპოლი" ჯოვანი სიმეონეთი გაძლიერდა, რაც გუნდში კონკურენციას გაზრდის, თუმცა ნიგერიელი ოსიმენი სასტარტოს მუდმივ წევრად უნდა დარჩეს.
თუკი ნეაპოლელებმა სერია "ა" გამარჯვებით ("ვერონასთან" 5:2) დაიწყეს, ახლადაღზებვებული "მონცა" "ტორინოსთან" (1:2) დამარცხდა. გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფორვარდი ანდრია პეტანიაა, რომელიც 2 სეზონის განმავლობაში "ნაპოლიში" თამაშობდა და მისი ტრანსფერი ამ ზაფხულს განხორციელდა.
შეხვედრა კვირას, 21 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.
ამ მატჩამდე ზუსტად 1 საათით ადრე (19:30) კი გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" კარში ვიხილავთ. ჯენარო გატუზოს გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და ამ სვლის გაგრძელებას ეცდება. თავის მხვრივ, ბილბაოელებს სურთ, ზედიზედ მე-2 საშინაო მატჩში მაინც გაიმარჯვონ.
"ბილბაოს" კარს ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი იცავს, მათი მთავარი მწვრთნელი კი "ბარსელონას" ექსდამრიგებელი ერნესტო ვალვერდეა.
"სან მამესზე" საინტერესო თამაში უნდა ვიხილოთ. შეგახსენებთ, მამარდაშვილს 1-ელ ტურში "მშრალი" მატჩი ჰქონდა ("ჟირონასთან" 1:0).
Liverpool.com: კვარაცხელიამ რუსული ლიგის ბორკილებს თავი დააღწია - კლოპისთვის არქეტიპული იქნება
კვარაცხელიას აღნიშვნის "ქართული" თარგმანი და ხვიჩა დი მარიას გზაზე?!