Liverpool.com: კვარაცხელიამ რუსული ლიგის ბორკილებს თავი დააღწია - კლოპისთვის არქეტიპული იქნება

AutoSharing Option
ხვიჩა კვრაცხელიას "ნაპოლიში" წარმატებულ დებიუტს უკვე ინგლისში გამოეხმაურენ, ჯერ "დეილი მეილმა", ახლა კი Liverpool.com-მა მიუძღვნა წერილი. გამოცემა "ლივერპულს" ურჩევს ყურადღება მიაქციონ ქართველს:

სულ მალე შემდეგი მოჰამედ სალაჰი გამოჩნდება და ჯულიან უორდი (სპორტული დირექტორი) და "ლივერპული" მას უნდა დააკვირდნენ

მაიკლ ედვარდსმა (ყოფილი სპორტული დირექტორი) ფურორი მოახდინა, როდესაც "ლივერპულში" მოჰამედ სალაჰი მოიყვანა და ამ სეზონში ჯულიან უორდმა შეიძლება პოტენციური სატრანსფერო სამიზნე სერია A-ში აღმოაჩინოს. ისევე როგორც თავის დროზე სალაჰი, ხვიჩა კვარაცხელიაც ცდილობს იტალიაში სახელის მოპოვებას. ამ ზაფხულში თავისი დანიშნულების პირველი ადგილი ნეაპოლი
გახდა, სადაც მომხიბლავმა ქართველმა მაშინვე საუცხოოდ დაიწყო ახალი კარიერა.

კვარაცხელიამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისას ფიფას წესით ისარგებლა და ბათუმის "დინამოში" გადავიდა, საიდანაც იტალიაში გადაბარგდა. თავი დააღწია რა რუსეთის ლიგის ბორკილებს, სადაც დააბრმავა მეტოქეები, საქართველოში 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ნაპოლიში" კი სადებიუტო შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ფეთქებადი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მეურვეებს გასცდეს, ბურთის ფლობისას მეტოქეთათვის  მოუხელთებელია. ვერონაში დრიბლინგის 10 მცდელობიდან 8 წარმატებული ჰქონდა და მთელი მატჩის განმავლობაში საჯარიმოსთან და და საჯარიმოში (ბურთზე ექვსი შეხებით) სახიფათო მოქმედებით მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

შეუძლია ორივე ფლანგზე და ცენტრში იმოქმედოს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, 21 წლისაა, მაგრამ დრიბლინგი და თამაშის პოზიციური უნარი იურგენ კლოპისთვის არქეტიპულ თავდამსხმელად აქცევს, რომელიც იდეალური ერთობლიობაა ლუის დიასის ერთი-ერთზე თამაშისა და მოჰამედ სალაჰის მოედნის ბოლო მესამედზე გავლენის მოხდენისა".

მკითხველის კომენტარები / 22 /
მთელი აქცენტი კვარაზე იყო გადატანილი, ლოსანოს ამის გამო სივრცეები ეძლეოდა, კვარაზე პოზიციურ შეტევაში ორი კაცი ადიოდა სულ ცოტა და ეს კარგად გამოიყენა ლოსანომ. ფეხბურთში მთავარი გოლი ან საგოლე პასია და მერე დრიბლინგი ეს ისე ცნობისთვის!
zaza
11:24 20-08-2022
0
აი ურწმუნო თომებმა ჩასაფრებულებმა "Gazzetta dello Sport"ის სტატია წაიკითხეთ---- https://www.crystalsport.ge/news/46332 რას წერენ ხვიჩაზე და ვიღაცა "სოფა თუ სოფიკო სკორ ქომებს" და ეგეთ ყვითელ საიტებს ნუ უჯერებთ !
zura222
18:21 19-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული