კვარაცხელია "დიეგო მარადონას" პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგება. ქართველ შემტევს სერია "ა"-ში მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა - გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას თამაშში სასტარტო მღელვარება მაინც შეინიშნებოდა, თორემ მას დრიბლინგებსა და ორთაბრძოლებში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია."კვარას" წინააღმდეგ 2 მეტოქე
უახლოეს შეხვედრაშიც ასე უნდა იყოს, თანაც "მონცა" 3-5-2 ტაქტიკის მიმდევარია. ქართველის შეჩერებას ძირითადად, ბრაზილილი მარლონი ეცდება, რომელიც "ბარსელონადანაც" გვახსოვს.
"ნაპოლი" ჯოვანი სიმეონეთი გაძლიერდა, რაც გუნდში კონკურენციას გაზრდის, თუმცა ნიგერიელი ოსიმენი სასტარტოს მუდმივ წევრად უნდა დარჩეს.
თუკი ნეაპოლელებმა სერია "ა" გამარჯვებით ("ვერონასთან" 5:2) დაიწყეს, ახლადაღზებვებული "მონცა" "ტორინოსთან" (1:2) დამარცხდა. გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფორვარდი ანდრია პეტანიაა, რომელიც 2 სეზონის განმავლობაში "ნაპოლიში" თამაშობდა და მისი ტრანსფერი ამ ზაფხულს განხორციელდა.
შეხვედრა კვირას, 21 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.
ამ მატჩამდე ზუსტად 1 საათით ადრე (19:30) კი გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" კარში ვიხილავთ. ჯენარო გატუზოს გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და ამ სვლის გაგრძელებას ეცდება. თავის მხვრივ, ბილბაოელებს სურთ, ზედიზედ მე-2 საშინაო მატჩში მაინც გაიმარჯვონ.
"ბილბაოს" კარს ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი იცავს, მათი მთავარი მწვრთნელი კი "ბარსელონას" ექსდამრიგებელი ერნესტო ვალვერდეა.
"სან მამესზე" საინტერესო თამაში უნდა ვიხილოთ. შეგახსენებთ, მამარდაშვილს 1-ელ ტურში "მშრალი" მატჩი ჰქონდა ("ჟირონასთან" 1:0).
Liverpool.com: კვარაცხელიამ რუსული ლიგის ბორკილებს თავი დააღწია - კლოპისთვის არქეტიპული იქნება
კვარაცხელიას აღნიშვნის "ქართული" თარგმანი და ხვიჩა დი მარიას გზაზე?!
სადაც დავწერე კვარაცხელიას გამო მივიდა ხალხი სტადიონებზე და ეროვნული ლიგის დონემაც აიწია, რადგან ხვიჩას გვერდით უფრო მეტად ინდომებდა სხვებითქო, დამცინეს და გამომლანძღეს, მანამდეც დავდიოდით სტადიონებზე და მანამდეც მაგრად ვთამაშობდითო, რა შუაშია კვარაცხელიაო. ხოდა ზუსტად მაგის პასუხია რაც ხდება, წავიდა ხვიჩა და ოდნავ გამოცოცხლებული ქართული ფეხბურთი ისევ ჩაკვდა. სპორტული ჯგუფების ადმინებმა დაწერეს, გული აგვიცრუვდა ეროვნულ ლიგაზეო.
იმდენად შურდათ ხვიჩასი,რომ იმასაც კი არ აღიარებდნენ, რამხელათი მოუმატა დონე და რეიტინგი საქართველოს ჩემპიონატს.
თავმოყვარეობაზე ურტყამდათ ხვიჩას გამო მივედით სტადიონზეთქო რომ ვამბობდით.
შეხედონ ახლა რამდენი მიდის, რატომ თამაშობდა დინამო თბილისი ცარიელ სტადიონზე გუშინ და რატომ იყო 3 მაისს გადაჭედილი.
უბრალოდ ისწავლეთ ნიჭიერი ადამიანების დაფასება, შურის და ბოღმის გარეშე და აღიარება.
ნუ გიტყდებათ ვინმეზე კარგის თქმა.
წავიდა და ჩაკვდა ქართული ფეხბურთი.
საერთოდაც არ მიხარია და ნიშნისმოგებით არ ვამბობ, უბრალოდ როცა სიმართლეს ვამბობდი, არავის მოსწონდა მიმტკიცებდნენ, თითქოს ხვიჩა არაფერ შუაში იყო და ისედაც ივსებოდა სტადიონები. ტეხავს უბრალოდ!