მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პირისპირ გასულ ბერენგერს გატანა გიორგი მამარდაშვილმა არ დაანება. სტუმრები უმეტესწილად თავს იცავდნენ, კონტრშეტევებით პასუხობდნენ და კარგი მომენტი კასტილეხომ ვერ გამოიყენა. 43-ე წუთზე ბერენგერმა ბასკური გუნდი დააწინაურა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგის ბურთის მოგერიება შეეძლო. შემდეგ ბერენგერმა კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, ბოლოს ინიაკის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი „ატლეტიკმა“ 1:0 მოიგო.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, „ვალენსიამ“ მარცხი იწვნია და 30 აგვისტოს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.
ბილბაო. „სან
ბილბაო - ვალენსია 1:0
გოლი: ბერენგერი (43)