იტალიური გამოცემა Corrieredellumbria.it ქართველის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და "კვარას" "ნაპოლის" ახალ ჯოკერს უწოდებს.
"ახალგაზრდა გარემარბმა ხმაურიანად დაიწყო, 3 გოლი და საგოლე გადაცემა მხოლოდ 2 მატჩში, სპალეტიმ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, სადაც უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს.
მაგრამ ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია? "კვარა" საქართველოში დაიბადა, მარცხენა გარემარბი, რომელიც ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს, ძალიან სწრაფი და დრიბლინგის ოსტატი, ორი წლის
საქმისადმი მისი მიდგომა გასაოცარია, კვარაცხელიას ერთ-ერთ ინტერვიუში მეგობარი გოგონას შესახებ ჰკითხეს, მასთან ერთად იცხოვრებდა თუ არა იტალიაში, "ჯერ-ჯერობით ჩემთან არ ჩამოვა, მან უნდა ისწავლოს და ამის დრო არ აქვს, მე მჭირდება სიმშვიდე და კონცენტრაცია ფეხბურთზე". აშკარაა, რომ კვარაცხელიას დიდი მიზნები აქვს - წერს გამოცემა ხვიჩას შესახებ
"ეს გამოცხადებაა - ნეაპოლის ცისფერ ცაზე ქართველის ვარსკვლავი დაიბადა" - "ნაპოლის" საიტი
ხვიჩა ბრდღვნის და ბრწყინავს - "მონცას" ფანტასტიკური გოლები გაუტანა [VIDEO]