პოლიტიკოსი იმ ადამიანებსაც მიმართავს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს აკრიტიკებდა:
"კვარაცხელიას რომ აგდებით მოიხსენიებდით იმ ხალხს კიდევ ერთ გოლს გილოცავთ! გენაცვალე კვარა", - წერს ელისაშვილი.
შეგახენებთ, რომ სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცას" დუბლი შეუსრულა.
ანთხიო, არც ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ და არც კვარასი. უბრალოდ ბოროტი ტიპი ხარ ვინც კვარას წარმატებას სხვებზე ბოღმის სანთხევად იყენებ! წარმატებები კვარას!
სიგიჟეა ალბათ მაგრამ ასე ვარ. ვერაფერს ვცვლი.
აი ამ პოლიტიკოსებმაც გადაწყვიტეს ჩემნაირი ხალხის ემოციებით ისარგებლონ და ყველა კვარას აზიარებს. :))
ვახო სანაიასაც კი გავუუქმე გამოწერა ხვიჩას გამო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში ვეთანხმებოდი, ხვიჩასთან ისე ჩაიჭრა ამას ვერასოდეს ჩამოირეცხავს.
და ხვიჩა ორმაგად მაღლა დგას, იმის გამო, რომ პასუხი არავის გასცა კრიტიკაზე.
ასე რომ პოლიტიკოსებო, გასაგებია გაქვთ უფლება რაც გინდათ ის აზიაროთ მაგრამ კვარას ხარჯზე რეიტინგს ვერ ააწყობთ მაინც. არავის მაამებელ განცხადებას არ გააკეთებს ხვიჩა, არც ქოცების არც ნაცების, ის ჩვენია, ხალხისაა და შეეშვით!!!
მისი ინტერვიუ ომზე არ მოეწონა, აქ მას ვერ ჰყავდა სპალეტისნაირი დამრიგებელი;
აბა ჯუღელი რა დარიგებას მისცემდა ხომ ჩანს მისი კომენტარიდან გოლის აღნიშვნაზე,
სამწუხაროა, რომ კარგი სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან (კალაძე, სანიკიძე, კაჭარავა) და ხალხის საყოველთაო სიყვარულს კარგავენ
მართლა მინდა ვიფიქრო, რომ იმ ჟურნალისტებისაც უყვართ, მაგრამ როცა მახსენდება რას დაემსგავსნენ იმ დღეებში, აღარვიცი რა ვიფიქრო. ვინმე თუ მიყვარს ასე ვერ გავიმეტებ. მეც მოვუწოდებდი იქედან წამოსულიყო, უბრალოდ კანდელაკის ტანზე რომ მის თავს აკერებდნენ ფოტოშოპით, და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას აბრალებდნენ, უკიდურესაც ამცირებდნენ, ეს იყო სრული სიგიჟე, ამის მერე როგორ ვიფიქრო, რომ უყვარდათ. ხო შეიძლება ახალგაზრდა ადამიანმა უბრალოდ ამ ყველაფერს ვერ გაუძლოს, რამე რომ მოსვლოდა სტრესისგან მერე ხო ყველა დაიწყებდა ყალბ სინანულს. კიბერ ბულინგმა რამდენი ახალგაზრდა მიიყვანა თვითმკვლელობამდე აზრზე თუ არიან საერთოდ. საბედნიეროდ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ხვიჩა, რომ პასუხიც კი არ დაუბრუნა არცერთს. ამხელა ცილისწამება,ამხელა სიბინძურის სროლა როგორ შეიძლება მისთვის, ხვიჩა რომ არ იყოს და ვინმე უნიჭო ახალგაზრდა იყოს, იმისთვისაც კი არ შეიძლება ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენება.