ლოჩოშვილის კარგი დებიუტი იტალიაში - დიბალას გასაქანი არ მისცა, ტრავმირებული ძანიოლო შესაცვლელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი გასვლაზე მოურინიოს „რომასთან“ შედგა და მან თავი კარგად წარმოაჩინა.

„ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ 10 აგვისტოს გადასულმა საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველმა ლოჩოშვილმა ჩემპიონატის პირველ ტურში ფლორენციაში "ფიორენტინასთან" წაგებულ მატჩში (2:3) მონაწილეობა იმის გამო ვერ მიიღო, რომ საბუთები ჰქონდა მოსაწესრიგებელი, დღეს კი მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „რომასთან“ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები თავს იცავდნენ, ლუკა დიბალას მეურვეობდა და რამდენჯერმე ხისტადაც ეთამაშა, 3 ცენტრალურმცველიან ტაქტიკაში მარცხენა ფლანგზე იდგა, წინ შორეულ გადაცემებსაც არ ერიდებოდა და მეკარე
რადუსთან ერთად თავის გუნდში საუკეთესო იყო. ერთხელ დიბალას ჩაუდგა მხარი და მეკარესთან პირისპირ არ გაუშვა, შემდეგ ძანიოლოს ვარდნაში სუფთად აართვა ბურთი, იტალიელმა თამაში ვერ გააგრძელა და ელ შაარავიმ შეცვალა. ლოჩოშვილს გოლის გატანაც შეძლო, მაგრამ შორიდან მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე რუი პატრისიომ ძლივს მოიგერია.

65-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სმოლინგმა კრემონელთა კარში მიუჩინა ადგილი და რომაელები დააწინაურა, 72-ე წუთზე კი მოურინიომ დიბალა შეცვალა, რომელსაც ლოჩოშვილმა გასაქანი არ მისცა. შეტევის გასაძლიერებლად ალვინიმ 85-ე წუთზე ლუკა გაიყვანა და მის ნაცვლად მოედანზე თავდამსხმელი ჩოფანი შეიყვანა, კომპენსირებულ დროში "კრემონეზეს" ნახევარმცველ პიკელის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "რომამ" 1:0 მოიგო.

„კრემონეზე“ შემდეგ შეხვედრას 27 აგვისტოს სახლში „ტორინოსთან“ გამართავს.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - კრემონეზე 1:0
გოლი: სმოლინგი (65)

მკითხველის კომენტარები / 20 /
კაცმა იმუშავა თავის თავზე დატოპ ჩემპიონატშია, ყოჩაღ და წამარატებები!
გიონატ
22 აგვისტო 2022 23:36
0
კარგად ითამაშა, უშიშრად. თავდასხმაშიც მიდიოდა და კინაღამ გაიტანა. თუმცა გოლი რომამ მისი ზონიდან გაიტანა სამწუხაროდ.
gogi
22 აგვისტო 2022 23:21
2
მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,რომ ლოჩოშვილმა ყოველგვარი პიარის გარეშე მიახწია ამ მდგომარეობამდე რასაც ქვია ტოპ-5. წარმატებებ შენ ძალიან მაგარო ბიჭო.
Beqa
22 აგვისტო 2022 23:19
0
კარგი დებიუტია. თან იგრძნობა რომ მომატება შეუძლია. თან მნიშვნელოვნად მომატება. იტალია მცველის ზრდისათვის შესანიშნავი ადგილია. წარმატებები ლუკა!
არტ
22 აგვისტო 2022 23:12
0
ერთხელაც ინიციატივა აიღო და შორი მანძილიდან ისე გლიჯა, მეკარემ ძლივს მოიგერია მაღალ ნახტომში. მეტოქის მცველმა ტაშიც კი დაუკრა. რომ გასულიყო, მერე გენახა შენ.
ლადო
22 აგვისტო 2022 22:57
1
ნეტა გასულიყო ის მამაძაღლი ბურთი. :))) არაუშავს, კიდევ იქნება. ლუკას წარმატებები!
რატი
22 აგვისტო 2022 23:58
0
ლუკა წარმატებები.ასე გააგრძელე.
კახა
22 აგვისტო 2022 22:50
0
გააკეთეთ ხოლმე ვიდეო-კოლაჟი ლოჩოშვილზეც, ძალიან პერსპექტიული და პირადად თვითონ წესიერი კაცია, ყველა მადლობას გადაგიხდით.........
სტალინი
22 აგვისტო 2022 22:38
0
ასეთ თავდაჯერებულს პირველად ვხედავ. ძალიან კარგია, ვისიამოვნე მისი თამაშით. ტრამპლინისთვის იდეალურ ადგილასაა, მთავარია სტაბილური იყოს და რაც აქვს იმით არ დაკმაყოფილდეს, დიდი პოტენციალი გამოაჩინა ამ მატჩში.
._.
22 აგვისტო 2022 22:35
0

სიახლეები პოპულარული