გადამწყვეტი მატჩები - ჩაკვეტაძის იმედი და ბუდუ ფორმაში...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" და დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდამ" და ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღმა" გაინაღდეს. დღეს, 25 აგვისტოს, ამის შანსი რევაზ ინჯგიას "აპოლონს", გიორგი ხარაიშვილის "ფენერცვაროშსა" და გერმანიის მოქალაქე აკაკი გოგიას "ციურიხს" ექნებათ.

რაც შეეხება კონფერენს ლიგას, სადაც შეხვედრები ასევე ხუთშაბათს ჩატარდება - მშვენიერ ფორმაში მყოფი ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვართან" ერთად "კიოლნის" დამარცხებას საკუთარ მოედანზეც შეეცდება. შეგახსენებთ, გერმანიაში ბუდუმ გაიტანა, საგოლე პასიც შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა. ჯგუფურ
ეტაპთან ახლოს ვაკო გვილიას "რაკუვიცაა", რომელსაც პრაღის "სლავიასთან" პოლონეთში მოგებული (2:1) აქვს. ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" ლუქსემბურგში "დუდელანჟთან" საკმაოდ სოლიდური უპირატესობით (2:0) ჩადის, აი, გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტე" კი "ალკმაართან" უშანსოდაა (პირველ მატჩში 0:4 დამარცხდა). კოსოვოელებთან საკუთარ მოედანზე წაგებით (1:2) გადამწყვეტ ეტაპზე თამაშის შანსი გაურთულდა გაგი მარგველაშვილის "შკუპს". მარცხის მიუხედავად (0:1 ბოსნიურ "ზრინსკისთან"), შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ქართველებით დაკომპლექტებულ ბრატისლავის "სლოვანს" აქვს.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბათუმის "დინამოსთან" დრამატულ მატჩში გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ "ფენერცვაროშმა" აჯობა, რასაც ევროპა ლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" ორი მატჩის ჯამში წაგებაც მოჰყვა. სლოვაკი სპეციალისტი გიორგი ჩაკვეტაძეს დიდ ნდობას უცხადებს, მისი ოპტიმალურ ფორმაში შესვლის იმედი აქვს. "ჩაკვეს" მატჩის ბედის გადაწყვეტა მართლაც შეუძლია. ჯაბა კანკავა და გურამ კაშია კი, მოგეხსენებათ, გუნდის ლიდერები არიან.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კაშიამ კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა:

"მეტი აგრესიულობა დაგვჭირდება, შედეგი მისაღწევია - გამარჯვება, მინიმუმ, ორბურთიანი სხვაობით. მიმდინარე ევროთასებზე საკუთარ მოედანზე არ გაგვიმარჯვია და ეს ძალიან გვინდა."

იმედია, ქართველი ფეხბურთელების კლუბები წარმატებას მიაღწევენ.

altბუდუმ "კიოლნსაც" გაუტანა - "სლოვანი" "ზრინსკისთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
კიტეიშვილის შტურმი გამოგრჩათ,თუ რა ხდება
ბგ
02:15 26-08-2022
0
ათლეტიზმის უქონლობა ღუპავს ჩვენს ფეხბურთელებს! ხანდახან ტრენაჟორებისკენ უნდა გაიხედონ. აბა რომელი ცნობილი ფეხბურთელი გინახიათ ჩვილი ხბოსავით ფეხების მქონე, იბრა, რონალდო, ოსიმენი და თუგინდ მესი, რომელსაც ზრდის ჰორმონებს აძლევდა ბარსა ადრეულ წლებში? ძალისმიერი დატვირთვა ზრდის სისწრაფეს და სწრაფძალისმიერ გამძლეობას. ისე კი გაქაჩავ სლოვაკეთში, ჩეხეთსა და რუსეთში, მაგრამ ტოპ 5-ის ჩემპიონატში შანსი 0-ის ტოლია!
ლაშა
15:45 25-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული