წილისყრის დღე - ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩას "ნაპოლის" ყველაზე სასურველი და არასასურველი მეტოქეები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე უკვე ცნობილია. უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე, დავით ხოჭოლავასა და მისი "კოპენჰაგენის" გარდა, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. "ნაპოლის" ახალწვეულისგან შედეგიან და მაღალი დონის თამაშს ველით.

"კვარა" სულ სხვა მასშტაბზე გადის. ძალიან გვსურს, მისმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი დაძლიოს და ქართველმა გარემარბმა, მინიმუმ, მერვედფინალში ითამაშოს. ამისათვის წილისყრაში გამართლებაცაა საჭირო. შესაძლებელია, ნეაპოლელები გრანდს ასცდნენ, ამავდროულად კი, იმაზეც ვფიქრობთ, ხვიჩას მიერ ევროპის წამყვანი კლუბების კარის აღება რამხელა სიხარულს მოგვანიჭებს...

მოგეხსენებათ, ერთი ქვეყნის გუნდები ამ ეტაპზე ვერ შეხვდებიან, შესაბამისად, "ნაპოლი" "მილანს",
"იუვენტუსსა" და "ინტერს" ვერ დაუპირისპირდება. კვარაცხელიას გუნდი მე-3 კალათაში იქნება განთესილი.

Sportall.Ge

პირველ კალათაში ყველაზე სუსტი გუნდები ევროპა ლიგის გამარჯვებული ფრანკფურტის "აინტრახტი", ასევე ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ჩემპიონები, "აიაქსი" და "პორტუ" არიან. "რეალი", "სიტი", "ბაიერნი" ან პსჟ - ეს ყველაზე ძლიერი მეტოქეებია, რომლებსაც შესაძლოა, სპალეტის გუნდი გადაეყაროს ("მილანი" გამორიცხულია).

რაც შეეხება მეორე კალათას, აქ "სასურველი" კლუბი ნაკლებადაა, ასეთად ყველაზე მეტად მაინც გერმანულ "ლაიპციგს" მივიჩნევთ. "ლივერპული", "ჩელსი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "სევილია", "ტოტენჰემი" ("იუვენტუსიც" აქაა) - სიტყვები მართლაც ზედმეტია. თუკი, მაგალითად, ნეაპოლელებთან პირველი კალათიდან "მანჩესტერ სიტი" ან "რეალი" ამოვა, ეს სავარაუდო მეტოქეთა სიას აქ 3-ით შეამცირებს.

Sportall.Ge

აქვე გეტყვით გუნდებს, რომლებიც "ნაპოლისა" და "ინტერთან" ერთად, მესამე კალათაში არიან (შესაბამისად, ჩვენებურის გუნდს ვერ შეხვდებიან) - "ბორუსია", "ზალცბურგი", "შახტარი", "სპორტინგი", "ლევერკუზენი", "ბენფიკა". აქ ყველაზე ძლიერები სწორედ იტალიელები არიან.

მე-4 კალათაში "ნაპოლი" ვისაც უნდა დაუპირისპირდეს, იტალიელებს მაინც არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა რამდენიმე მეტოქე აშკარად არასასურველია - "ბრიუგე", "სელტიკი", "მარსელი", "მაკაბი", "პლზენი", "კოპენჰაგენი", "დინამო" (ზაგრები), "რეინჯერსი".

წილისყრა დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირველი ტური კი 6-7 სექტემბერს შედგება.

altხვიჩასა და "ნაპოლის" უახლოესი ამბები - ამხანაგური მატჩი, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა...

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგრად მინდა ტოტენჰემს რომ შეხვდეს ნაპოლი და ხვიჩამ შეუსრულოს! 15 მილიონი როგორ არ გადაიხადეს .
დიმო
25 აგვისტო 2022 18:03
0
ნაპოლი ისეთი მონდომებული გუნდია მე მგონი ძლიერებთან უფრო კარგად ითამაშებს და ხვიჩაც უფრო გამოიჩენს თავს!!!!!!!!
irakli
25 აგვისტო 2022 14:07
1
კი კარგი იქნება ადვილი ჯგუფი
დასავლეთს უნდა ომი
25 აგვისტო 2022 13:29
12
რაც უფრო ძლიერ გუნდებს შეხვდება და თავს გამოიჩენს მით უკეთესი ხვიჩასთვის,ნაპოლი საქართველოს ნაკლები არაა ვიმარჩიელოთ ვაი და სადმე გავძვრეთ ,მთავარი ყველას თან მაღალ დონეზე თამაში
თემო
25 აგვისტო 2022 13:27
0
Ძალიან არ მინდა კოპენჰაგენს გადაეყაროს, იმიტომ რომ ორივე გუნდი ამ შემტხვევაში ჩვენია.არადა ალბატ მაინც ასე მოხდება.წელს წილისყრა არ გვიმართლებს.
Გაბო
25 აგვისტო 2022 13:15
2
4-3-3 ტაქტიკით პსჟ, რეალი, სიტისთან გაუჭირდება ნაპოლის. 4-5-1 დააყენებს სპალეტი სავარაუდოდ მათთან.
ქუთაისელი
25 აგვისტო 2022 13:08
1
ვერ ვიტყვი,რომ მეორე ჯგუფში ესპანური კლუბები,ნაპოლისათვის შემზარავად გამოიყურებიან.დღევანდელი მდგომარეობით ვამბობ და არა სახელებით.ძლიერებია,მაგრამ არა დაუძლეველები.ინგლისელებთან უფრო გაუჭირდებათ,მათი ათლეტურობის გამო.თვითონ ნაპოლიც არავისთვის იქნება,ბედის საჩუქარი.
სოსო
25 აგვისტო 2022 12:58
1
წინა 3 დასახელებული კლუბიდან ამ პსჟს-თან მოხვედრას ნამდვილად არ ექნება აზრი ნაპოლისთვის.
PSG
25 აგვისტო 2022 12:48
1
კვარას ოცნებაა ბერნაბეუზე თამაში და რეალი დაუჯდებათ პირველ კალათაში. აი მეორე კალათიდან კი იმედია მართლა ლაიფციგი ამოვა თორე სხვა ვარიანტი ინგლისელები რჩებიან და რომელიც არ უნდა ამოვიდეს ამ ჯგუფს სიკვდილის ჯგუგად აქცევს.
ანზ
25 აგვისტო 2022 10:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული