"ძლიერი და საამაყო ერი ხართ ქართველებიო, ცრემლები წამომივიდა სიხარულისგან..." - ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ჰყვება, რა უთხრეს იტალიელებმა და რა საჩუქარი გაუკეთეს "კვარას" გამო

AutoSharing Option
ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მოგესალმებით. გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით, ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა... ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს...

და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელია-მეთქი! და გამეღიმა!

ყველა მე მომაშტერდა...

როგორ? გაიმეორეო...

გავიმეორე კიდევ მეორედ და მკითხეს, ჯორჯიიდან ხარო?! კი-მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს...

ძლიერი და საამაყო ერი ხართო... ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან... ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი", - წერს ქოქოშვილი.

alt"იცით, რა შეძლო ხვიჩამ?! ნეაპოლში აივნებზე ქართულ დროშებს ჰფენენ

და..." - რას ჰყვებიან იტალიელები და იტალიაში მცხოვრები ქართველები "კვარაზე" [VIDEO]


alt"კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა" - ემოციური პოსტი

მკითხველის კომენტარები / 24 /
წარმოიდგინეთ ერთ ნიჭიერ მონდომებულ კარგ ადამიანს რამდენი შეუძლია და როგორ ასახელებს სამშობლოს და მთელ ერს რამხელა ბედნიერებაა ეს ნეაპოლში მყოფი ემიგრანტებისთვის წარმატებები ხვიჩას და ყველა იმ ქართველს ვისაც საქართველოსთვის უძგერს გული!!!!
ნკ
15:52 25-08-2022
1
ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ხვიჩა, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, ღმერთმა დაიფაროს ტრავმისგან! თან როგორი თავდაბალი ბიჭია, უკვე მესის და რონალდოს აღარავინ აღარ ახსენებს, ყველა ხვიჩაზე ვსაუბრობთ, უკვე ჩვენი სისხლი და ხორცი გვყავს მწვერვალისკენ დაძრული და მისი წარმატებით დალაშქვრა ვუსურვოთ! მართლაც რამხელა სიამაყით აღსავსენი იქნებიან ჩვენი ემიგრანტები იტალიაში, განსაკუთრებით ნეაპოლში, აბა ქალბატონ ლალის ვატუტი სანაია ან გევორქ არტიომის ძე მარქარიანი რომ ეხსენებინა შეიძლება კოვიდისავით რაღაც ახალი ვირუსი ჰგონებოდათ და საერთოდ გამოყრიდნენ პიცერიიდან
llcl
13:50 25-08-2022
5

სიახლეები პოპულარული