"ძლიერი და საამაყო ერი ხართ ქართველებიო, ცრემლები წამომივიდა სიხარულისგან..." - ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ჰყვება, რა უთხრეს იტალიელებმა და რა საჩუქარი გაუკეთეს "კვარას" გამო

AutoSharing Option
ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მოგესალმებით. გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით, ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა... ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს...

და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელია-მეთქი! და გამეღიმა!

ყველა მე მომაშტერდა...

როგორ? გაიმეორეო...

გავიმეორე კიდევ მეორედ და მკითხეს, ჯორჯიიდან ხარო?! კი-მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს...

ძლიერი და საამაყო ერი ხართო... ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან... ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი", - წერს ქოქოშვილი.

alt"იცით, რა შეძლო ხვიჩამ?! ნეაპოლში აივნებზე ქართულ დროშებს ჰფენენ

და..." - რას ჰყვებიან იტალიელები და იტალიაში მცხოვრები ქართველები "კვარაზე" [VIDEO]


alt"კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა" - ემოციური პოსტი

მკითხველის კომენტარები / 24 /
გეხვეწებით, მაგ პიცის ერთი ნაჭერი ვახო სანაიას გამოუგზავნეთ, ფოსტის ფულს მე გადავიხდი...
დდდ
25 აგვისტო 2022 15:02
6
ესაა სპორტული საიტი და ამ ქალების მოთქმა გოდება რად გინდათ აქ?
ვაჟა
25 აგვისტო 2022 15:01
28
ალბათ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ რადგან ასეთ კომენტარს აკეთებს, ეხლა აგიხსნი რატომ უნდა იყოს არა მარტო ამ საიტზე არამედ ყველგან ასეთი ინფორმაცია. ერთმა ფეხბურთელმა ძალიან ბევრ თანამემამულეს მრავალწლიანი უფერული და რთული ყოფა შეუმსუბუქუქა, სხვა ქვეყნის მიწა წყალზე სხვის მოჯამაგირეებად ჩამდგარი ემიგრანტებს თავი ღირსეულად და ამაყად აგრძნობინა. ეხლა მიხვდი რატომ არის ეს ინფორმაცია აქ?
ლევანი
26 აგვისტო 2022 14:18
1
ქალები ბევრად კულტურულად და ინტელექტუალურად გამოთქვამენ თავიანთ სათქმელს, აი კაცების კომენტარების კი უბრალოდ მრცხვენია. ქებაც რომ სამარცხვინო იციან და სხვადასხვა სხეულის ნაწილებში რომ ენაცვალებიან, თუ ეგ ბიჭი მსგავს კომენტარება კითხულობს ალბათ თავში შემოიტყამს ხელს.
ქალების გაუკვირდათ, დედის და ბებიის ასაკის ქალები სიამაყეს გრძნობენ და აქებენ , მადლობას უხდიან. რა არის ამაში გასაკვირი ან ცუდი? მოთქმა გოდება და ბანძი ქება-დიდება კაცებისგან რომ მესმის ისე უნდა.
გინება ხომ გულისამრევია ქართულ ლექსიკონში მაგრამ ქებაც თუ შეიძლება ეგრე დაიყვანო არვიცოდი :(
ყველას არ ეხება რათქმაუნდა, ადეკვატური კომენტარებიც არის აქა იქ.
!!
25 აგვისტო 2022 17:11
1
ყველა გამოხმაურება
როგორც მესხმა აიძძულა ბრაზილიელებს მარაკანაზე მისი გვარის სკანდირება, ასევე ყოფილიყავი მსოფლიოს ყველა სტადიონზე, შენ ქართველებს სიხარულს გვჩუქნი
კკკ
25 აგვისტო 2022 14:27
1
ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ხვიჩა, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, ღმერთმა დაიფაროს ტრავმისგან! თან როგორი თავდაბალი ბიჭია, უკვე მესის და რონალდოს აღარავინ აღარ ახსენებს, ყველა ხვიჩაზე ვსაუბრობთ, უკვე ჩვენი სისხლი და ხორცი გვყავს მწვერვალისკენ დაძრული და მისი წარმატებით დალაშქვრა ვუსურვოთ! მართლაც რამხელა სიამაყით აღსავსენი იქნებიან ჩვენი ემიგრანტები იტალიაში, განსაკუთრებით ნეაპოლში, აბა ქალბატონ ლალის ვატუტი სანაია ან გევორქ არტიომის ძე მარქარიანი რომ ეხსენებინა შეიძლება კოვიდისავით რაღაც ახალი ვირუსი ჰგონებოდათ და საერთოდ გამოყრიდნენ პიცერიიდან
llcl
25 აგვისტო 2022 13:50
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული