"ძლიერი და საამაყო ერი ხართ ქართველებიო, ცრემლები წამომივიდა სიხარულისგან..." - ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ჰყვება, რა უთხრეს იტალიელებმა და რა საჩუქარი გაუკეთეს "კვარას" გამო

AutoSharing Option
ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მოგესალმებით. გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით, ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა... ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს...

და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელია-მეთქი! და გამეღიმა!

ყველა მე მომაშტერდა...

როგორ? გაიმეორეო...

გავიმეორე კიდევ მეორედ და მკითხეს, ჯორჯიიდან ხარო?! კი-მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს...

ძლიერი და საამაყო ერი ხართო... ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან... ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი", - წერს ქოქოშვილი.

alt"იცით, რა შეძლო ხვიჩამ?! ნეაპოლში აივნებზე ქართულ დროშებს ჰფენენ

და..." - რას ჰყვებიან იტალიელები და იტალიაში მცხოვრები ქართველები "კვარაზე" [VIDEO]


alt"კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა" - ემოციური პოსტი

მკითხველის კომენტარები / 24 /
წარმოიდგინეთ ერთ ნიჭიერ მონდომებულ კარგ ადამიანს რამდენი შეუძლია და როგორ ასახელებს სამშობლოს და მთელ ერს რამხელა ბედნიერებაა ეს ნეაპოლში მყოფი ემიგრანტებისთვის წარმატებები ხვიჩას და ყველა იმ ქართველს ვისაც საქართველოსთვის უძგერს გული!!!!
ნკ
25 აგვისტო 2022 15:52
1
ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ხვიჩა, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, ღმერთმა დაიფაროს ტრავმისგან! თან როგორი თავდაბალი ბიჭია, უკვე მესის და რონალდოს აღარავინ აღარ ახსენებს, ყველა ხვიჩაზე ვსაუბრობთ, უკვე ჩვენი სისხლი და ხორცი გვყავს მწვერვალისკენ დაძრული და მისი წარმატებით დალაშქვრა ვუსურვოთ! მართლაც რამხელა სიამაყით აღსავსენი იქნებიან ჩვენი ემიგრანტები იტალიაში, განსაკუთრებით ნეაპოლში, აბა ქალბატონ ლალის ვატუტი სანაია ან გევორქ არტიომის ძე მარქარიანი რომ ეხსენებინა შეიძლება კოვიდისავით რაღაც ახალი ვირუსი ჰგონებოდათ და საერთოდ გამოყრიდნენ პიცერიიდან
llcl
25 აგვისტო 2022 13:50
5
როგორც მესხმა აიძძულა ბრაზილიელებს მარაკანაზე მისი გვარის სკანდირება, ასევე ყოფილიყავი მსოფლიოს ყველა სტადიონზე, შენ ქართველებს სიხარულს გვჩუქნი
კკკ
25 აგვისტო 2022 14:27
1
საქართველოსთვის მარტო ხვიჩა აკეთებს გაცილებით მეტს ვიდრე ეს მთელი ჩვენი უსაქმური "პოლიტიკოსები" ნაც-ქოცები და ყველა !
zura222
25 აგვისტო 2022 15:17
1
მართალი ხარ მეგობარო, სწორედ მათ, განსაკუთრებით კი უღმერთო ნაცებს უნდოდათ ხვიჩას გასვრა პოლიტიკით, მაგრამ მადლობა ღმერთს არ გამოუვიდათ.
დავით123
25 აგვისტო 2022 16:54
10
აწი მარტო მაგის გამო თუ შეგვიყვანენ ევროკავშირში ტანაც პირდაპირ წევრად, თორე სხვა არავის იმედი არ მაქვს
skaro
25 აგვისტო 2022 19:48
1
ეხლა ხო მაინც მიხვდნენ ზოგზოგიერთი ბიზნესმენი და ფეხბურთში ფული ჩადონ, რათა კიდევ ბევრი კვარაცხელია და ქინქლაძე გამოჩნდეს,იმათმა კი ცოტა დააჭირონ ვინც გაიძახოდა რო ფეხბურთი ქართველების სპორტი არ არისო,სწორედ რო ქართველების თამაშია ფეხბურთი,მესხის,მეტრეველის,ყიფიანის,დარასელიას ქვეყანაში არ შეიძლება ტალანტები არ იბადებოდნენ,ასე რომ დააფინანსეთ ფეხბურთი კერძო ბიზნესმა და წარმატებები თავისით მოვა.
gamagi
25 აგვისტო 2022 19:27
0
ქინქი ზარმაცი იყო
გომორძგუა მარგალეფც
25 აგვისტო 2022 22:00
1
დაწყნარდი,თუ კაცი ხარ.
ლევანი
25 აგვისტო 2022 22:18
9
გეხვეწებით, მაგ პიცის ერთი ნაჭერი ვახო სანაიას გამოუგზავნეთ, ფოსტის ფულს მე გადავიხდი...
დდდ
25 აგვისტო 2022 15:02
6
აქ ᲩვენᲗან ზოგიერᲗები მაგაᲗ არც სახელი აქვᲗ და არც გვარი,როგორ ლანᲫᲦავდნენ ბიᲭს,Შენს გამზრდელს ვენაცვალე Ჩვენი საამაყო ბიᲭი,ფორცა ხვიᲩა.
გოჩა
25 აგვისტო 2022 15:06
3
ხვიჩა მთელ მსოფლიოს აჩვენებს საქართველოს სახელს ამ დროს ჩვენი პოლიტიკოსები რას აკეთებენ?ჩვენს ქართულ ტრადიციებს თელავენ სულში გვაფურთხებწნ ვიღაც პრო დასავლელია ვიღაც პრო რუსი და ეს დედა პრო ქართველები არავინ არის და მიჩნდება კითხვა რანაირად ვართ ძლიერი ერი სულაც არ ვართ ძლიერი ერი!!!
ბალეშიკ
25 აგვისტო 2022 15:06
4
აი რამხელა სიხარული შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ამ ბიჭმა გავიფრთხილდეთ რა იქნება.ამ ამბავზეც კი ცრემლი მომადგა,როგორი ბედნიერებაა როცა ასე სიამაყით იტყვი უცხო ქვეყანაში რომ ხარ ქართველი.
გეგი
26 აგვისტო 2022 14:45
0
ესაა სპორტული საიტი და ამ ქალების მოთქმა გოდება რად გინდათ აქ?
ვაჟა
25 აგვისტო 2022 15:01
28
ქალები ბევრად კულტურულად და ინტელექტუალურად გამოთქვამენ თავიანთ სათქმელს, აი კაცების კომენტარების კი უბრალოდ მრცხვენია. ქებაც რომ სამარცხვინო იციან და სხვადასხვა სხეულის ნაწილებში რომ ენაცვალებიან, თუ ეგ ბიჭი მსგავს კომენტარება კითხულობს ალბათ თავში შემოიტყამს ხელს.
ქალების გაუკვირდათ, დედის და ბებიის ასაკის ქალები სიამაყეს გრძნობენ და აქებენ , მადლობას უხდიან. რა არის ამაში გასაკვირი ან ცუდი? მოთქმა გოდება და ბანძი ქება-დიდება კაცებისგან რომ მესმის ისე უნდა.
გინება ხომ გულისამრევია ქართულ ლექსიკონში მაგრამ ქებაც თუ შეიძლება ეგრე დაიყვანო არვიცოდი :(
ყველას არ ეხება რათქმაუნდა, ადეკვატური კომენტარებიც არის აქა იქ.
!!
25 აგვისტო 2022 17:11
1
"არც კაცი ვარგა, რომ "იუზერად" იწოდებოდეს,
იყოს საიტზე და საიტისთვის არა აკეთოს"

ვაჟა
ისე მაინც
25 აგვისტო 2022 16:17
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული