სპალეტის დედა აგინეს - ქართველმა ვაიგულშემატკივრებმა გაიხარეს

AutoSharing Option
სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ფიორენტინას" დაუზავდა (0:0). ხვიჩა კვარაცხელიამ 61-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. არ გაგვიკვირდა, როდესაც მის მიმართ ღვარძლს რუსი ფანები გამოხატავდნენ,  მაგრამ გასაოცარი ისაა,  რომ ზოგიერთმა ქართველმა ვაიგულშემატკივარმაც გაიხარა თანამემამულის მიერ უგოლო მატჩის შემდეგ.

უბრალოდ იძულებული გავხდით ამ კომენტარების ძირითადი ნაწილი "დაგვებლოკა", ისევე, როგორც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას ტრავმის შემთხვევაში, რომელსაც მეორე ხელის მოტეხვასაც უსურვებდნენ, რაც რა თქმა უნდა, არა სპორტული, არამედ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

ნამატჩევს "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მშობლიურ
ქალაქში
დედა აგინეს, ძალიან იმედგაცრუებულია, ხვიჩა ზედმეტად ფლობდა ბურთს, დაღლილობა დაეტყო, დაძაბულობაც, თუმცა მშვიდად ყოფნა მართებს, ლოზანოს კი მისი პასით გოლი უნდა გაეტანა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დატვირთული კალენდარი აქვთ და როტაციას არ გამორიცხავს. ასე რომ, შემდეგ მატჩში შეიძლება კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენონ.

მკითხველის კომენტარები / 72 /
ფიორენტინა არ არის სუსტი გუნდი საკუთარ კედლებში ყოველთვის კარგად თამაშობდა და ახლა მითუმეტეს გუნდი იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და ასეთ გუნდთან გასვლაზე ქულა კარგი შედეგია რაც შეეხება ხვიჩას თამაშს არ ქონდა კარგი მატჩი მაგრამ დღეს ნაპოლიში არავის ქონდა კარგი მატჩი და ყველა თამაში ვერ გაიტან და ყველა თამაშს ვერ ჩატარებ უმაღლეს დონეზე მესის და რონალდოსაც ქონიათ უამრავი ჩაგდებული მატჩები სადაც ფაქტიურად არც ჩანდნენ მოედანზე წარმატებები სხვა მატჩებში.
გოჩა
03:45 29-08-2022
1
პირველ რიგში წარმატებები ხვიჩას შემდეგ მატჩებში.
მართლა მაინტერესებს რა დაუშავა კვარაცხელიამ ამ ვაი გულშემატკივარს ასეთი რომ მისი უგულო მატჩი და შეცვლა ასე ახარებთ ? რომ არაა კვარაცხელია დღეს ნაკრებს ექნებოდა ის მოგებები და შედეგი რაც გვაქვს მაგაზე ხომ აშკარაა პასუხი ეს არის ძალიან დიდი უპატივცემულობა და უმადურება ამ ადამიანის მიმართ მე ვფიქრობ მხოლოდ ძალიან შურიანი ბოღმიანი ადამიანი თუ გაიხარებს ამით რომელმაც საკუთარი თავის რეალიაზცია ვერ მოახდინა ცხოვრებაში და უბრალოდ შურს და ბოღმა აქვს წარმატებული ადამიანებისადმი და ამ თავის ბოღმას სხვადასხვა მიზეზებით ფარავს და ვითომ ამიტომ ლანძღავს კვარას რეალურად კი ეს ნამდვილად შური და ბოღმა.
ზაური
03:52 29-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული