L'Équipe: დავითაშვილი კარიერას ცნობილ ფრანგულ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი "ლორიენში" არ შედგა, თუმცა მან შეიძლება კარიერა მაინც საფრანგეთში გააგრძელოს.

"ეკიპის" ცნობით, დავითაშვილი "ბორდოსთან" იმ შემთხვევაში გააფორმებს ხელშეკრულებას, თუ ეს კლუბი სახელფასო განაკვეთს შეამცირებს. ჟირონდელები მას იჯარით კონტრაქტის აუცილებელი გამოსყიდვის პირობით აიყვანენ. კლუბები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

გამოცემა წერს, რომ ზურიკოს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

"ბორდო" გასულ წელს ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.

1881 წელს დაარსებული "ბორდო" ქვეყნის ექვგზის ჩემპიონია და
42 115-იან "მატმიუტ ატლანტიკზე" თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გადავიდა ბოლო ბოლო ბორდოში თუ იცით?
კაკაო
02 სექტემბერი 2022 08:26
0
ზურიკო კარგი ფეხბურთელია ნამდვილად და წარმატებებს ვუსურვებ ზოგიერთი წერს რომ საფრანგეთის ლიგა-2 ში გადასვლა არ ღირდაო ჯერ ერთი საფრანგეთის ლიგა 2 ბევრ საშუალო დონის ევროპულ ლიგას ჯობია მეორე ბორდო ისეთი გუნდია რომელიც იბრძოლებს ლიგა-1ში დაბრუნდებისთვის და მე 3 ჯერ საფრანგეთის ლიგა 2 ში დამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და იქ ითამაშოს მაღალ დონეზე შედეგიანად და შემდეგ თუ ბორდო ვერ გადავა ლიგა 2 ში ზურიკოს კარგ თამაშს არავინ დაუკარგავს და მაღალი დონის ლიგებიდანაც იქნდება დაინტერესება და ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ რომ ზურიკო არ მისულა იქ ბარსელონადან ან აიაქსიდან მივიდა ბათუმის დინამოდან და იქამდე როტორში და ტულაში თამაშობდა და როტორს ტულას და რუბინს ბორდო რომ ბევრად ჯობს და საფრანგეთის თუნდაც ლიგა 2 ი მგონი ამაში არავინ შემეკამეთბით ვინც ფეხბურთი იცის გაცილებით უკეთეს გუნდში წავიდა ვიდრე აქამდე იყო.
ზურა
31 აგვისტო 2022 03:34
0
ზურიკო დაგვემშვიდობა...ჩვენც მალე დავემშვიდობებით ჩემპიონობას
გიუშა
30 აგვისტო 2022 20:09
0
წარმატებები "ობრეზიჩს"... გუნდში და ნაკრებში!!!
tngh
30 აგვისტო 2022 19:17
0
მომიწია ფლეშსკორზე ფეივორიტებში ლიგა2-ის დამატებაც:) წარმატებები ზურიკოს!
გულშემატკივარი
30 აგვისტო 2022 17:59
0
ბორდო წელსვე დასაბრუნებლად იბრძოლებს და თუ აუცილებელი გამოსყიდვა იქნება შესანიშნავი ამბავია
აკო
30 აგვისტო 2022 12:16
0
მეორე ლიგაში წასვლას ბათუმში დარჩეს სჯობს
Thanks
30 აგვისტო 2022 08:05
15
ძალიან მაგარია, კვარა მარადონას ნაკვალევზე და ზურიკო ზიდანის ნაკვალევზე,წარმატებები!
საქართველო
30 აგვისტო 2022 03:03
0
მიდი ზურა მუდი შენც უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშო შენ ეს შეგიძლია ტრადიციულ გუნდში მიდიხარ არაუშავს ლიგა 2 თუ აეისპირიქით ადაპტაციისთვის შესაძლოა უკეთესიც იყოს შებერე და გულით აკეთე საქმე ყველაფერი გამოგივა.
.
30 აგვისტო 2022 01:19
0
უკეთესი ვარიანტის მოლოდინი იყო, თუმცა არ ბორდოა ყველაზე უარესი, წამატებები ზურიკო და წინსვლა.
გიონატ
30 აგვისტო 2022 00:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული