ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი "ლორიენში" არ შედგა, თუმცა მან შეიძლება კარიერა მაინც საფრანგეთში გააგრძელოს.
"ეკიპის" ცნობით, დავითაშვილი "ბორდოსთან" იმ შემთხვევაში გააფორმებს ხელშეკრულებას, თუ ეს კლუბი სახელფასო განაკვეთს შეამცირებს. ჟირონდელები მას იჯარით კონტრაქტის აუცილებელი გამოსყიდვის პირობით აიყვანენ. კლუბები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.
გამოცემა წერს, რომ ზურიკოს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.
"ბორდო" გასულ წელს ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.
1881 წელს დაარსებული "ბორდო" ქვეყნის ექვგზის ჩემპიონია და
42 115-იან "მატმიუტ ატლანტიკზე" თამაშობს.