L'Équipe: დავითაშვილი კარიერას ცნობილ ფრანგულ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი "ლორიენში" არ შედგა, თუმცა მან შეიძლება კარიერა მაინც საფრანგეთში გააგრძელოს.

"ეკიპის" ცნობით, დავითაშვილი "ბორდოსთან" იმ შემთხვევაში გააფორმებს ხელშეკრულებას, თუ ეს კლუბი სახელფასო განაკვეთს შეამცირებს. ჟირონდელები მას იჯარით კონტრაქტის აუცილებელი გამოსყიდვის პირობით აიყვანენ. კლუბები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

გამოცემა წერს, რომ ზურიკოს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

"ბორდო" გასულ წელს ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.

1881 წელს დაარსებული "ბორდო" ქვეყნის ექვგზის ჩემპიონია და
42 115-იან "მატმიუტ ატლანტიკზე" თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გადავიდა ბოლო ბოლო ბორდოში თუ იცით?
კაკაო
08:26 02-09-2022
0
ზურიკო კარგი ფეხბურთელია ნამდვილად და წარმატებებს ვუსურვებ ზოგიერთი წერს რომ საფრანგეთის ლიგა-2 ში გადასვლა არ ღირდაო ჯერ ერთი საფრანგეთის ლიგა 2 ბევრ საშუალო დონის ევროპულ ლიგას ჯობია მეორე ბორდო ისეთი გუნდია რომელიც იბრძოლებს ლიგა-1ში დაბრუნდებისთვის და მე 3 ჯერ საფრანგეთის ლიგა 2 ში დამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და იქ ითამაშოს მაღალ დონეზე შედეგიანად და შემდეგ თუ ბორდო ვერ გადავა ლიგა 2 ში ზურიკოს კარგ თამაშს არავინ დაუკარგავს და მაღალი დონის ლიგებიდანაც იქნდება დაინტერესება და ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ რომ ზურიკო არ მისულა იქ ბარსელონადან ან აიაქსიდან მივიდა ბათუმის დინამოდან და იქამდე როტორში და ტულაში თამაშობდა და როტორს ტულას და რუბინს ბორდო რომ ბევრად ჯობს და საფრანგეთის თუნდაც ლიგა 2 ი მგონი ამაში არავინ შემეკამეთბით ვინც ფეხბურთი იცის გაცილებით უკეთეს გუნდში წავიდა ვიდრე აქამდე იყო.
ზურა
03:34 31-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული