კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. ცნობილმა გამოცემა Sofascore.com-მა გიორგი ვალენსიელთა რიგებში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და 7.6 ქულა დაუწერა.
"როხიბლანკოდან" კი უმაღლესი შეფასება ტომას ლემარმა (7.6) დაიმსახურა.
"ღამურები" მორიგ შეხვედრას 4 სექტემბერს "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავენ. "ატლეტიკო" 1 დღით ადრე "სოსიედადს" დაუპირისპირდება.