"ყველაფერი აიღო, დიდებულად ითამაშა!" - ობლაკმა მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩით აღფრთოვანება ვერ დამალა

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში "ვალენსია" სახლში "ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა გაშვებული გოლი გიორგი მამარდაშვილის ბრალი არანაირად არ ყოფილა და უფრო მეტიც, ქართველმა "ღამურების" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ჩვენებურის ბრწყინვალე გარჯა უყურადღებოდ არ დაუტოვებია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერ იან ობლაკს. სლოვენიელი ამჟამად მადრიდის "ატლეტიკოში" ირიცხება. 

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო... რთული შეხვედრა გამოვიდა, უპირატესობას ვფლობდით და ბედნიერი ვარ, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ.

მეორე ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, ბევრს ვუტევდით, მაგრამ მათმა მეკარემ ყველაფერი აიღო! მამარდაშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს
ბოლო წუთებამდე შანსი შეუნარჩუნა...

პირველი ნახევარი შედარებით სუსტად გამოვიყურებოდით, თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში 3 ქულა დავიმსახურეთ...", - ამბობს ობლაკი.

altმამარდაშვილის ჩინებული მატჩი, ავტოგოლი, გაუქმებული გოლი, გაუქმებული გაძევება და მარცხი "ატლეტიკოსთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლორია არაა ცუდი მეკარე, მაგრამ მამარდაშვილის უთამაშებლობა სანიოლისგან იდიოტიზმია!
მირზა
08:58 31-08-2022
2
ობლაკს ისედაც ვაფასებდი როგორც მეკარეს, თურმე პიროვნულადაც კარგი კაცი ყოფილა
nika
08:22 31-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული