მიქაუტაძის დუბლი და საგოლე გადაცემა - მის ანგარიშზე 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასია [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის მეექვსე ტურში „მეცმა“ გასვლაზე 4:1 სძლია „როდეზს“. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, შესვენების შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
მიქაუტაძის ანგარიშზე 6 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასია.
"როდეზის" ღირსებას ამირან სანაია და ნიკოლოზ ქუთათელაძე იცავენ, მაგრამ ისინი ამ შეხვედრის განაცხადში არ იყვნენ.
„მეცი“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და 2 სექტემბერს „ანსის“ უმასპინძლებს.
მეორე კომენტი დადეთ,რა! თორემ იფიქრებენ გიორგის საწინააღმდეგო რამე მაქვს! სულ წარმატებები მიქაუტაძეს! მაგარ ნაკრებს მივიღებღ საბოლოოდ! გაიხარე, გიორგი! გაახარე მტელი საქართველო!
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.