ლუჩანო სპალეტის გუნდს, რომელიც ჩემპიონატის თანალიდერია, გასული შეხვედრა ჩაუვარდა, ფლორენციაში "ფიორენტინასთან" შეტევაში ვერაფერი გააწყო და უგოლო ფრეს (0:0) დასჯერდა. ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე, ნეაპოლელთა შემტევი ტრიოდან ქართველი ფეხბურთელი ყველაზე შესამჩნევი იყო და ირვინგ ლოსანო მშვენიერი პასით მოამარაგა. ხვიჩამ მაღალ შედეგიანობას შეგვაჩვია და ამ მატჩს მის აქტივში მაინც ვერ ჩავწერთ. ბრაზილიელმა მცველმა დოდომ "კვარას" წინააღმდეგ
2019-20 წლების სეზონში ამ გუნდების ორივე დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ჯერ "ნაპოლიმ" ფერნანდო ლლორენტეს დუბლის წყალობით დიდი ანგარიშით (4:1) მოიგო, საკუთარ არენაზე კი დაძაბულ ბრძოლაში (2:3) დამარცხდა.
"ლეჩეს" შემადგენლობაში ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის, "ბარსელონას" ყოფილი მცველის, სამუელ უმტიტის დებიუტს ელიან. 28 წლის ფეხბურთელის ასეთი რეგრესი მართლაც სამწუხაროა. ბარონის გუნდი 4 მცველით ასპარეზობს, კვარაცხელიას მეურვეობა კი კიდევ ერთ ფრანგს, 22 წლის ვალენტინ გენდრაის დაევალება.
ევროპულ ფეხბურთში ძალიან დატვირთული პერიოდი იწყება, გუნდებს შეხვედრა ყოველ 3 დღეში მოუწევთ. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელების როტაცია ჩვეულებრივი ამბავი გახდება და შესაძლოა, მათ შორის "კვარაც" იყოს. ზუსტად ერთ კვირაში ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულს" უმასპინძლებენ, მანამდე კი ჩემპიონატში "ლაციოს" რომში ესტუმრებიან. ჯოვანი სიმეონემ "ნაპოლის" შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და 27 წლის შემტევს უფრო დიდი დრო მიეცემა.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ იტალიაში შთამბეჭდავად დაიწყო - 3 გოლისა და 1 შედეგიანი პასის ავტორია. მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებში ხვიჩა მშვენიერ ხასიათზეა.
როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? - როცა შენს ფლანგზე ბურთი იშვიათადაა...
მგონია, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი აზრი ძალიან ცოტას აქვს და ერთი რომ იტყვის რაღაცას უცებ ყველა აიტაცებს. პასებს არ აძლევენო, შურთო და ეგეთებს წერენ ოფიციალურ გვერდზე, სირცხვილია ამის დაწერა. ნეტა ამ შეთქმულების თეორიების მართლა თუ სჯერათ, ძალიან მიკვირს. ზოგი იმასაც წერს, სპეციალურად გააფუჭა ლოზანომ მომენტი, რომ კვარას საგოლე პასი არ ჩათვლოდაო :(
საკუთარ კომპლექსებში ვიხრჩობით და ამ თავისუფალ და ლაღ ადამიანს მაინც ნუ მოვახვევთ თავს ჩვენს შეთქმულების თეორიებზე ვარაუდებს. წარმოიდგინეთ 21 წლის ხართ და მთელი ერი გეძახის რომ აი შენ მაგარი ხარ მაგრამ მთელს გუნდს შენი შურს და პასებს არ გაძლევენ, ან მეორე უკიდურესობა, შენ დიდი არაფერი ფეხბურთელი არ ხარ, ფიორენტინას გოლი ვერ გაუტანე. ხალხო ცოტა აზრზე მოვიდეთ იქნებ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხვიჩა ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს მაგრამ მაინც არასასიამოვნოა ამის ნახვა.
რუსეთში სანამ იყო, აქ 20 კომენტარიდან 18 იმას ეხებოდა, როგორ დაამტვრევდნენ განზრახ რუსები და როგორ გაუნადგურებდნენ კარიერას, დაგეგმილი რომ იყო ზემოდან მისი დამტვრევა და ყველა თამაშზე ელოდებოდით თითქოს. ამხელა ფანტაზია საიდან გვაქვს მთელს ერს არვიცი. რუსეთიდან რომ უნდა წამოსულიყო კი არადა თავიდანვე არ უნდა წასულიყო ეგ გასაგებია და მაგის ახსნა არ მჭირდება, უბრალოდ ეს სპეც დავალელები რომ არსებობდა მის დამტვრევაზე და უამრავი შეთქმულების თეორია რომ შევთხზეთ, მაგას ვუსვამ ხაზს.
ახლა ევროპულ გუნდშია და იქაც კონსპირაციებში გადავედით, რომ თითქოს ისე შეშურდა მთელს გუნდს, მის საგოლე მომენტებს სპეციალურად არ იყენებენ, ხვიჩას რომ ასისტი არ მიეთვალოს.
სადაც კომენტარები გავხსენი, დაკოპირებულივით ერთი და იგივე წერია, პასს არ აძლევენ, პასს არ აძლევენ. კიმაგრამ ვერონასთან ლოზანოს პასით არ გაიტანა თავით გოლი? მონცასთან მეორე გოლიც თანაგუნდელის პასით გაიტანა, მხოლოდ პირველი გოლი იყო გადმოვარდნილ ბურთზე. ამხანაგურებშიც 5 გოლი აქვს და პასის გარეშე გაიტანა ყველა? კარგით რაა...
ვაკვირდები კიდე სადამდე ავა ჩვენი ფანტაზიები :)