"მიქაუტაძის ლიდერობით "მეცმა" მორიგ მატჩში გაიმარჯვა" - ფრანგული გამოცემა გიორგის თამაშს ეხმაურება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის "მეცმა" გუშინ მორიგი მატჩი გამართა და "როდეზს" 4:1 სძლია. მიქაუტაძემ მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა პირველ ნახევარში დუბლი შეასრულა, მონაგარს კი საგოლე პასიც დაუმატა.

ფორვარდის თამაშს ფრანგული გამოცემა Francebleu.fr ეხმაურება და გიორგის "მეცის" ლიდერს უწოდებს.

"მიუხედავად იმისა, რომ "პოლ ლინონის" სტადიონის საფარი იდეალურ მდგომარეობაში არ იყო, "მეცმა" პირველ ნახევარში გულშემატკივარს სრულყოფილი ფეხბურთი შესთავაზა, ეს ყველაფერი კი გიორგი მიქაუტაძის ლიდერობით მოხდა. ქართველმა საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და ოსტატური დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა, 15 წუთში კი სხვაობა ორამდე გაზარდა; 44-ე
წუთზე, ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, შედეგიანი პასი მიითვალა და მატიუ უდოლს გაატანინა. მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში 4 გატანილი გოლი და და ამდენივე საგოლე გადაცემაა." - წერს გამოცემა.

გიორგის "მეცი" მორიგ შეხვედრას "ენესის" წინააღმდეგ 2 სექტემბერს გამართავს, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო მიქაუტაძე მატჩს გამოტოვებს.

altმიქაუტაძის დუბლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიგა 2 იგივე ლიგა 1 ია რაიმე დიდი სხვაობა კიარ არის უბრალოდ ლიგა 1 ში 4-5 გუნდია ფრანგული გრანდები რომლებიც აღემატებიან მნიშვნელოვნად კლასით დანარჩენ გუნდებს იმ 5 გუდის გარდა 15 გუნდი ლიგა 1 ში დიდად არაფრით აღემატება ლიგა 2 ს გუნდებს არც ფეხბურთელების ხარსიხით და არც სათამაშო კლასით არცისე დიდი სხვაობაა ასე რომ თუ ლიგა 2 ითამაშებ ლიგა 1 საც ითამაშებ წარმატებები მიქაუტაძეს.
ზაური
13:28 31-08-2022
2

სიახლეები პოპულარული