ფორვარდის თამაშს ფრანგული გამოცემა Francebleu.fr ეხმაურება და გიორგის "მეცის" ლიდერს უწოდებს.
"მიუხედავად იმისა, რომ "პოლ ლინონის" სტადიონის საფარი იდეალურ მდგომარეობაში არ იყო, "მეცმა" პირველ ნახევარში გულშემატკივარს სრულყოფილი ფეხბურთი შესთავაზა, ეს ყველაფერი კი გიორგი მიქაუტაძის ლიდერობით მოხდა. ქართველმა საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და ოსტატური დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა, 15 წუთში კი სხვაობა ორამდე გაზარდა; 44-ე
გიორგის "მეცი" მორიგ შეხვედრას "ენესის" წინააღმდეგ 2 სექტემბერს გამართავს, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო მიქაუტაძე მატჩს გამოტოვებს.