სპალეტი: ამიტომ მივეცი შანსი ელმასსა და სხვებს

AutoSharing Option
სერია A-ს მეოთხე ტურში "ნაპოლი" სახლში ფრეს (1:1) დასჯერდა "ლეჩესთან". მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ როტაციას მიმართა, ექვსი წამყვანი ფეხბურთელი და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია. არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში - ხვიჩა 56-ე წუთზე შეუშვა. ნამატჩევს სპალეტიმ კომენტარი გააკეთა:

"მთლიანობაში კარგი თამაში იყო, მაგრამ დრიბლინგები არ გამოგვივიდა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვივარგეთ. პირველ შეხვედრებთან შედარებით, სასტარტოში ექვსი ცვლილება განვახორციელე, რადგან ღრმა შემადგენლობა გვყავს, ასეთი ინტენსიური ციკლის ერთი და იგივე ფეხბურთელებით თამაში წარმოუდგენელია. ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს და ყველამ უნდა მიიღოს შანსი სერია
A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე. შეხვედრები ყოველ მესამე დღეს იმართება და მათ უნდა მიეცეთ თავის წარმოჩენისა და დასვენების საშუალება.

რასპადორის მეშვეობით მეტი შემტევი იმპულსის შექმნას ვეცადე, ხოლო ელმასს თავისი უნდა დაემტკიცებინა და ბალანსი დაეცვა, მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად "ვიწელებოდით" იერიშისას და ხიფათს ვერ ვქმნიდით.

რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში ბურთს სწრაფად ვერ ვამოძრავებდით. ამიტომ შევიყვანე შეცვლაზე ლობოტკა და თამაშს უკეთ ვმართავდით. ვიმეორებ, შემოქმედებით მხარეს მთლიანობაში არა უშავდა, თუმცა დამაგვირგვინებელ სტადიაში უკეთესად მოქმედება გვჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ნაპოლის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ გუნდი არაა. ლოზანო კატასტროფაა ისევ პოლიტანო ჯობია მაგას. ოსიმენი ყველაზე ეგოისტი ფეხბურთელია რაც კი მინახავს. ხვიჩას მგონია რომ აკომპლექსებს გუნდი და სპალეტიც. ძალიან გაუგებარ პოზიციაზე ათამაშებენ და იქაც პასებს არ აძლევენ. თუ მისცეს უკვე ისეთ დროს რომ სივრცე არ რჩება დრიბლინგისთვის. არადა შეადარეთ მეორე ფლანგზე ლოზანო/პოლიტანოს სად და როდის იღებენ ბურთს... ეს გუნდი ოსიმენ ლოზანოს გარეშე გაცილებით გუნდური იქნება და უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს
მინდია
03:27 01-09-2022
4
ძალიან კარგადაც შემოვიდა ხვიჩა და კარგი მომენტებიც შექმნა, თამაშს არ უყურებენ და გოლი გაიტანა თუ ვერა იმით საზღვრავენ ყველაფერს. ასეთი უვიცი ხალხის კომენტარები არც უნდა წავიკითხოთ წესით. შემოვდივარ სპორტულ საიტზე, მგონია ნორმალური ანალიზი დამხვდება და ხალხს არც აქვს თამაში ნანახი ისე აკომენტარებს, სირცხვილია მართლა. მთელს თამაშს ვუყურე და იმდენი მომენტი შექმნა კვარამ, ის ქუსლით პასი საერთოდ არავის უხსენებია.
ოსიმენმა რანდენჯერ შეუშალა ხელი გოლის გატანაში, რამდენჯერ მისი რეალური საგოლე პასები ვერ გამოიყენეს, არავის უხსენებია მომენტები. არ უყურებიათ და იმიტომ.
ამათთვის ხო გოლია მთავარი, მერე პრიმიტივებივით რომ აღრიალდნენ.
ყველაფერში ასეთი არაადეკვატური როგორ უნდა იყო
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული