სპალეტი: ამიტომ მივეცი შანსი ელმასსა და სხვებს

AutoSharing Option
სერია A-ს მეოთხე ტურში "ნაპოლი" სახლში ფრეს (1:1) დასჯერდა "ლეჩესთან". მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ როტაციას მიმართა, ექვსი წამყვანი ფეხბურთელი და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია. არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში - ხვიჩა 56-ე წუთზე შეუშვა. ნამატჩევს სპალეტიმ კომენტარი გააკეთა:

"მთლიანობაში კარგი თამაში იყო, მაგრამ დრიბლინგები არ გამოგვივიდა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვივარგეთ. პირველ შეხვედრებთან შედარებით, სასტარტოში ექვსი ცვლილება განვახორციელე, რადგან ღრმა შემადგენლობა გვყავს, ასეთი ინტენსიური ციკლის ერთი და იგივე ფეხბურთელებით თამაში წარმოუდგენელია. ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს და ყველამ უნდა მიიღოს შანსი სერია
A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე. შეხვედრები ყოველ მესამე დღეს იმართება და მათ უნდა მიეცეთ თავის წარმოჩენისა და დასვენების საშუალება.

რასპადორის მეშვეობით მეტი შემტევი იმპულსის შექმნას ვეცადე, ხოლო ელმასს თავისი უნდა დაემტკიცებინა და ბალანსი დაეცვა, მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად "ვიწელებოდით" იერიშისას და ხიფათს ვერ ვქმნიდით.

რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში ბურთს სწრაფად ვერ ვამოძრავებდით. ამიტომ შევიყვანე შეცვლაზე ლობოტკა და თამაშს უკეთ ვმართავდით. ვიმეორებ, შემოქმედებით მხარეს მთლიანობაში არა უშავდა, თუმცა დამაგვირგვინებელ სტადიაში უკეთესად მოქმედება გვჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 23 /
მეგრელი? და მერე ეგრე სულელურად როგორ ფიქრობ?
მახო
11:54 16-10-2022
0
ხვიჩა დაცვაშიც ჩავიდეს, ბურთი ამოიტანოს, მერე გადმოიტანოს, დრიბლინგი არ გააკეთოს და თუ გააკეთებს დრიბლინგს მერე ოსიმენს დაასვას ფეხზე-ეგ რანაირი მოთხოვნაა?
შალვა ოგბაიძე
18:05 02-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული