მოგეხსენებათ, სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება, მისი "ნაპოლი" 7 სექტემბერს "ლივერპულს" უმასპინძლებს.
playingfor90.com ვრცელ სტატიას აქვეყნებს და გვაცნობს 3 მოთამაშეს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე თვალყური უნდა მივადევნოთ.
ხვიჩა კვარაცხელია
"A ჯგუფში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იყრის თავს: ფაბიო კარვალიო ("ლივერპული"), მალიკ ტილმანი ("რეინჯერსი"), ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი"), მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. 21 წლის გარემარბი "ნაპოლის" ამ ზაფხულს შეუერთდა. პირველი 3 მატჩის შემდეგ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ "პარტენოპეის" ლეგენდას, ლორენცო ინსინიეს იდეალურად ანაცვლებს.
პირველ ორ თამაშში
ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა "მონცასა" და "ვერონას" წინააღმდეგ, თუმცა საქმე მხოლოდ გატანილ გოლებს არ ეხება, აღსანიშნავია მისი აგრესიულობა ფლანგზე და ის, თუ რამდენად მოხერხებულია 6 ფუტი სიმაღლის მქონე ფეხბურთელი.
მატჩებში, რომლებიც ხვიჩას წინ ელის, აქვს შანსი, დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩემპიონთა ლიგა დიდ სცენაზე ასასვლელად გამოიყენოს. "ენფილდზე" ქართველი მიიღებს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს საკუთარი თავი ისე, როგორც 2020 წელს დარვინ ნუნიესმა, რომელიც ახლა "სქაუზერთა" შემადგენლობაში ირიცხება. კვარაცხელიას ტრენტ ალექსანდერ არნოლდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ინგლისელი დაცვაში არც ისე საიმედოა, ხვიჩას კი შეუძლია ამით ისარგებლოს და ინგლისური გრანდების ყურადღება მიიპყროს" - წერს გამოცემა.
მოთამაშეები, რომლებსაც ასევე უნდა დავაკვირდეთ:
გონსალო რამოსი ("ბენფიკა")
ჟოტა ("სელტიკი")
სპალეტის წარუმატებელი ექსპერიმენტი, ხვიჩა შეცვლაზე და "ნაპოლის" დაკარგული ქულები [VIDEO]
როგორ შეიძლებოდა მისი შეცვლა? - "ნაპოლის" გულშემატკივრები ხვიჩას თამაშს ეხმაურებიან
ვნახოთ რაიქნება ლივერპულთან, შეიძლება დამარცხდეს ნაპოლი მაგრამ მეტად სანახაობრივი იქნება ვიდრე სერია ა ს ჩაკეტილ გუნდებთან არის.
პ.ს ისე ხვიჩას მარტის მერე წაგება არ აქვს. ბოლოს თამაში რუბინში წააგო მარტის თვეში :) აღსანიშნავია.
ფრეს როგორ ვხვდებით და წაგების დროს ალბათ გადავუვლით, ეგ არ გვეშლება :)