დავითაშვილი "ბორდოს" ფეხბურთელია და შეიძლება ხვალ პარიზში ითამაშოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბორდომ" სახელფასო განაკვეთის პრობლემა მოაგვარა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.

ჟირონდულმა კლუბმა 21 წლის ქართველი ერთსეზონიანი იჯარით კონტრაქტის სავალდებულო გამოსყიდვის პირობით აიყვანა.

"ბორდო" საიტით იტყობინება, რომ მოხარული არიან ქართველის დამატებით, რომელიც მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, სწრაფი და ტექნიკურია, ნიჭიერია და მათთან კარიერაში ახალ საფეხურზე გასასვლელად მივიდა.

"ბორდო" ლიგა 2-ში 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მეორე ადგილზეა და 3 სექტემბერს სტუმრად "პარიზს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
წარმატებები ზუკა!!!
1
წარმატებებს ვუსურვებ ზურიკოს ბორდო კარგი გუნდია ლიგა 2 კარგი ჩემპიონატია რათქმაუნდა უკეთესი სურვილი გაქვს ყველა ნაკრების ფეხბურთელი გვინდა რომ ტოპლიგაში თამაშბდეს მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ეს გვაქვს რაც გვაქვს თუმდა ბორდო ნამდვილად არ არის ცუდი გუნდი სახელიანი გუნდია აქვს ამ გუნდს ისტორია ტიტულები და დარწმუნებული ვარ ამ სეზონშიც იბრძოლებს დაბრუნდებისთვის წარამტეებბი ზურიკოს იმედი მაქვს ჩაჯდება ამ გუნდის ძირითადში და შედეგიანად ათამაშდება.
გოჩა
02:15 03-09-2022
2

სიახლეები პოპულარული