ხვიჩას რომაული სპექტაკლი - წინ "ლივერპულთან" მატჩია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მე-5 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ლაციოს“ 2:1 სძლია.

გასულ მატჩში „ლეჩესთან“ წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა სპალეტიმ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააბრუნა. რომაელები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები ბევრს უტევდნენ და მათ რიგებში გამორჩეული ქართველი გახლდათ. მთავარ ეპიზოდებზე გავამახვილებთ ყურადღებას:

. მეურვეს გასცდა, საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მსაჯმა რატომღაც წესების დარღვევა დაუფიქსირა.
. ერთი შეხებით კარის წინ გაკეთებულ გადაცემას პარტნიორები ვერ გამოეხმაურენ.
. მცველ ბურთი მოჰპარა, წინ წაიწია, თუმცა მეკარემ გატანა არ დაანება.
.
შემდეგ კვარამ საოცარი ფინტით მოწინააღმდეგე ზიდანის სტილში ჩამოიცილა, შორიდან დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ.

. 38-ე წუთზე მინ ჟაემ თავურით ანგარიში გაათანაბრა.
. შესვენების შემდეგ ოსიმენის თავური ძელს მოხვდა.
. ქართველმა ზილენსკის კარგი გადაცემა გაუკეთა და მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
. ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა პოლიტანომ კვარაცხელია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მომენტი ხელიდან გაუშვა.
. ხვიჩამ ზილენსკის კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა.
. ოსიმენის დარტყმული ბურთი პროვედელმა მოიგერია.
. ხვიჩამ დიდებული გამარჯვების გოლი გაიტანა და 68-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

„ნაპოლი“ 11 ქულით ლიდერია და 7 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“, ხოლო 10 სექტემბერს იტალის პირველობაზე „სპეციას“ უმასპინძლებს.

სპალეტის გუნდმა თაობათა ცვლა უპრობლემოდ გადალახა, რაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დიდწილად ჩვენებურის დამსახურებაა.

რომი. „ოლომპიკო“

ლაციო - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 ძაკანი (4), 1:1 მინ ჟაე (38), 1:2 კვარაცხელია (61)

მკითხველის კომენტარები / 91 /
არ ვიცი გასახდელში რა ხდება, მაგრამ ეტყობა რომ მოედანზე გუნდის ნდობა უკვე მოიპოვა, გეცილებით მეტად ტვირთავენ პასებით.
ხვიჩა დღეს გაიხსნა და დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ დასაწყისია!!!
ზურა
01:19 04-09-2022
0
შეხვდება დიდ გუნდს და ვნახოთ რას იზამსო, ლაციო ვერონა არ ეგონოსო? ხომ იძახდით. ახლა ცოტა ხანი გაიყუჩებით სანამ უგოლო თამაში არ იქნება და მერე გამოძვრებით.

სასწაულები ჩაატარა დღეს.
სამი გოლი მაინც უნდა გაეტანა, მაგრამ ისეთი ხელოვნების ნიმუში მომენტები შექმნა, გოლებს ჯობდა.
ასეთი ლამაზი თამაშისთვის მიყვარს ფეხბურთი და არა ტაბლოსთვის. თუმცა მოგება რათქმაუნდა სასიამოვნოა, თან ხვიჩამ რომ მოაგებინათ ათმაგად სასიამოვნო.
ყველას გილოცავთ,ვისაც გულით გაგიხარდათ!
Skeleton
01:57 04-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული