"ლაციოსთან" სტუმრად მოგებულ მატჩს (2:1) "ნაპოლის" საიტმა მოკლე მიმოხილვა მიუძღვნა:
"ნაპოლი" "ლაციოს" ფრთებზე მაღლა გაფრინდა და "ოლომპიკოს" სახურავზე თავისი K2-ით აღიმართა. კიმმა რომის ცაში ამომავალი მზის გოლი გაიტანა და კვარაცხელია - მან დაიბრუნა თავისი ვარსკვლავი და მარადიულ ქალაქში გაიბრწყინა.
"ნაპოლიმ" "ლაციოს" შთამბეჭდავად და ეფექტურად სძლია. ჯერ კვარაცხელიამ ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კიმმა გაიტანა და როგორც კი სათამაშო საათი დადგა, ჰორიზონტზე კვარას კომეტა გამოჩნდა, რომელმაც დედაქალაქის ცა ცისფრად გააფერადა. "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და К2 სწრაფად გამოისახა სტადიონის თაღზე".