სპალეტი კვარაცხელიაზე: მოკრძალებულია, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის...

AutoSharing Option
სერია A-ს მეხუთე ტურში სტუმრად "ლაციოს" 2:1 დამარცხების შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გამარჯვების გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

"ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, მეტოქის თამაში შევისწავლეთ და ბიჭებმა აჩვენეს, როგორ უნდა წარემართათ შეხვედრა. გარკვეული მომენტების გარდა ძალიან კარგები ვიყავით, როდესაც ბურთს ბანალურ სიტუაციაში ვკარგავდით.

კიმი და კვარა - ეს ორი გამორჩეული ბიჭია, რომელთაც ასევე ადვილი მემკვიდრეობა არ ერგოთ. სკაუტთა სამსახურს ასეთი ხარისხიანი ფეხბურთელების აღმოჩენისთვის მადლობას ვუხდი.

კვარა ცოტა მოკრძალებული ბიჭია, თავშეკავებულად მოჩანს, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის, ყველაფრის დემონსტრირებას ახდენს -
მებრძოლ ხასიათს და პირველ რიგში ტალანტს.

ოთხშაბათს "ლივერპულს" ვხვდებით და დღევანდელ გამარჯვებაზე ფიქრის დრო არ გვაქვს, თუმცა ევროპული გზის დაწყება საინტერესოა. ჩვენ გვაქვს სწორი მიდგომა, რათა საერთაშორისო დონის კლუბებს ვეთამაშოთ. ყველასთან შანსების რეალიზაციისთვის ინდივიდუალიზმის გამოვლინება გვჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
მოკრძალებული და თავმდაბალი, რაც დიდ ადამიანებს ახასიათებს. ამიტომ არის რომ ვერ მოახდინა ცუდი გავლენა მასზე მოკლე დროში ამხელა წარმატებამ, სულიერად ძლიერი ადამიანია ის მყარად დგას მიწაზე. პირველი ტურიდანვე მთელი იტალია და სპორტული სამყარო კვარაზე წერს და დამსახურებულად აქებს. კაცი რომელიც რამდენიმე თვის წინ დინამო ბათუმში თამაშობდა სერია A-ს აგვისტოს-თვის, საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. რთულია ამ ყველაფერს გაუმკლავდე და თავში არ აგივარდეს, მაგრამ მან ეს შეძლო. სამწუხაროდ ეს ვერ შეძლო ბევრმა ქართველმა ტალანტმა რომლებიც ჩაიკარგნენ((. წარმატებები კვარას და მადლობა ამ სიხარულისთვის, უფალი ფარავდეს
ირაკლი
11:19 04-09-2022
0
სპალეტი, შთამომავლება კი არა, მემკვიდრეობა - რო არ იცი ქართული! ))
ვვვ
10:29 04-09-2022
1

სიახლეები პოპულარული