ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისედაც საკმაოდ ბევრს ვწერთ, თუმცა ერთმა ფოტომ სოციალური ქსელი "დაიპყრო". საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა "ნაპოლის" ქართველი შემტევის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა თვალს საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრას ადევნებს, რომელიც ორი ოვერტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდის (88:83) გამარჯვებით დასრულდა.
"ფეისბუქმომხმარებლები" ამ ფოტოს ირგვლივ ბევრს საუბრობენ:
"ხვიჩა ისე კარგად ისვრის სამქულიანებს, საკალათბურთო ნაკრებშიც
უნდა გამოვიძახოთ." მოგეხსენებათ, ადრე ამის დამადასტურებელი ვიდეო გავრცელდა.
"ამ კადრს მიღმა არის გოგო, რომელსაც ხვიჩა გატანილ გოლებს უძღვნის."
შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 6 და 7 სექტემბერს
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტ მატჩებს ჩაატარებს, 7-ში საღამოს კი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვება და "ლივერპულს" უმასპინძლებს.
მეტოქემ მარცხი ღირსეულად ვერ მიიღო, სანდრო კი NBA-ს მალე დაიპყრობს - ჯგუფიდან გასვლის შანსები