ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი იმ ფეხბურთელებს წარმოგვიდგენს, რომლებიც ამა თუ იმ გუნდში ახლა საუკეთესო ფორმაში არიან. "ნაპოლის" შემთხვევაში ასეთი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. რაც შეეხება "ლივერპულს" - კოლუმბიელმა ლუის დიასმა პრემიერლიგის 6 ტურში მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში მშვენივრად გაიცნეს,
ვინც "ლივერპულის" ბოლო მატჩებს თვალი მიადევნა, შეამჩნევდა, რომ მათი მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი იდეალურ ფორმაში არაა. 23 წლის ინგლისელი შეტევაში ჩართვის მოყვარულია და "კვარას" ამ მომენტის გამოყენება შეუძლია. ჯერჯერობით ვერც გუნდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი ბრწყინავს, თუმცა ის ყოველთვის ძალიან სახიფათოა.
"სტადიო მარადონაზე" გასამართ შეხვედრაში მასპინძელთა სასტარტოს წევრად მიჩნეული შემტევებიდან, შესაძლოა, მხოლოდ კვარაცხელიამ ითამაშოს. მექსიკელი ირვინგ ლოსანოს სახის ტრავმა "ლაციოსთან" მატჩისას ვნახეთ. ის ახლა თავს კარგად გრძნობს, ვიკტორ ოსიმენს კი კუნთების პრობლემა შეექმნა. სასტარტოში მატეო პოლიტანოს, ფორვარდის პოზიციაზე კი ჯოვანი სიმეონეს ელიან. შეხვედრას ესპანელი არბიტრი დელ სერო განსჯის. შეგახსენებთ, ამავე ჯგუფში ამსტერდამის "აიაქსი" და შოტლანდიური "რეინჯერსიც" გამოდიან.
"შენ მარტო არ ხარ და არასდროს იქნები, ჯოჯოხეთი ჩვენ ვართ" - წერს Napoli24. ლივერპულელებს გულშემატკივრობით ვერავინ გააკვირვებთ, თუმცა ნეაპოლშიც მშვენიერ გარემოსა და საფეხბურთო საღამოს ველით, სადაც "წითლებმა" უკანასკნელი ორი სტუმრობა ისე წააგო, გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. ნეაპოლელთა თავკაც ლუჩანო სპალეტის იურგენ კლოპთან საინტერესო დაპირისპირება ელის. "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე "რომა", "ინტერი" და "ზენიტი" გაუწვრთნია, რომაულ კლუბში "ლივერპულის" ორ წამყვან ფეხბურთელს, მეკარე ალისონსა და მოჰამედ სალაჰს ავარჯიშებდა.
საღამოს ყველანი ეკრანებთან ვართ - ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე იწყებს!
კვარაცხელია მოედანზე მთავარი პირი იყო - "ლივერპულთან" იმავე განწყობით!