"როგორ აღმოვაჩინეთ კვარაცხელია?" - "ნაპოლის" დირექტორი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ჯუნტოლის თქმით, ნეაპოლური კლუბის მესვეურები "კვარას" დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მის შესაძენად შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ.

"როგორ აღმოვაჩინეთ ხვიჩა კვარაცხელია? მას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. უბრალოდ, რუსული გუნდი დიდ თანხას ითხოვდა. ამიტომ შანსს ველოდებოდით. რუსეთ-უკრაინის ომმა სიტუაცია შეცვალა და ასეთი მოთამაშის გუნდში მოყვანა უფრო იაფად შევძელით. გარიგება სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დიდი ხნით ადრე შევათანხმეთ" - განაცხადა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მომდევნო მატჩს ხვალ,
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"დედა, მამა, მე კვა­რა­ს­ექ­სუ­ა­ლი ვარ..." - იტალიელი გულშემატკივრების ხუმრობა

altფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო

altვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
75 მილიონი არ დაგენანათ გუშინ გამოჩეკილ ნიგერიელში და 20 თუ 25 მილიონი რატომ გეძვირთათ? :დდდ
ბრაი
06 სექტემბერი 2022 14:47
2
სინამდვილეში 45 გადაიხადეს, რაც ღირს რეალურად :)
Emre
06 სექტემბერი 2022 17:43
2
ეს ომი რომ არა არც არავინ გადაიხდიდა იმ თანხას რასაც ითხოვდა რუბინი და მერე როგორც ასათიანი აშვეთია ანანიძე ბაცნობი სურათით განვითარდებოდა მოვლენები
Soso
06 სექტემბერი 2022 12:00
2
ეხლა კი გაძვირდა ჩვენი ბიჭი. 50 ღირს მინიმუმ.
მეგრელი
06 სექტემბერი 2022 14:09
3
ჩვენიც)
აჭარელი
06 სექტემბერი 2022 14:29
0
გაუმართლათ ამ იდიოტებს, ყველა სხვა იდიოტისგან განსხვავებით. სხვა იდიოტები ახლა უკვე იკბენენ იდაყვს, ესენი კი ათმაგად გაყიდიან მისი წყალობით წარმატებული სეზონის ან სეზონების მერე. იდიოტები არიან, აბა რა ვუწოდო, ვინც რძეშეუმშრალ ბრაზილიელებში თვალდახუჭულად იხდის მილიონებს, კვარა მეგავარსკვლავში კი 20 მლნ ენანება. კვარას მსურველები მალე 100-დაც ვერ იშოვით.
ქომაგი
06 სექტემბერი 2022 19:00
2
თუ დააკვირდებით ,ფარული აღიარებაა რომ პირდაპირ რუბინიდან იყიდეს. უბრალოდ რუსეთიდან იტალიაში წასვლა არ გამოდიოდა რატომღაც და ბათუმი პლაცდარმად გამოიყენეს.
დავითი
06 სექტემბერი 2022 12:47
5
რა მაფიოზას ვიდზეა :)
irakli81
06 სექტემბერი 2022 11:23
1
შევიძინეთ კვარაცხელიაო ამბობს იტალიელი. შევიძინეთ ეს ჟარგონია!
შეიძინე ? რა ტყვეებით ვაჭრობაა?
თქვენ ხვიჩა კი არ შეიძინეთ, არამედ მისი მომსახურება, ანუ მისი პროფესია, ნათამაშები ფეხბურთი შეიძინეთ!
ქართველმა ჟურნალისტებმაც გაითვალისწინეთ ტერმინების და ნათქვამის შინაარსი, თორემ . . . . მოვა ბაია პატარაიას ნაირი პიროვნება და გახსნის "ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის" მოწინააღმდეგე არასამთავრობოს და მერე რა გვეშველება არ ვიცი.
ვაჟა მასწავლებელი
06 სექტემბერი 2022 11:36
44
მეც წინააღმდეგი ვარ მსგავსი ტერმინების და ადამიანის ნივთად მოხსენიების.
!!
07 სექტემბერი 2022 01:27
0
ა ბატონო ფაქტი, რომ რუბინმა იღორა.
გიორგი
07 სექტემბერი 2022 00:38
1
ის სამრთლიანობ ა სირცხვილი კიარაა დალოცვილო რას ქვია იღორა რაც ღირდა იმას ითხოვდა.ვერ გავიგე რუბინი წითელი ჯვარი კიარააა.ფულზე უარი თქვას.იცოდნენ ხვიჩას ფასი ხო გამოჩდა 20 მილინიც კი ცოტაა ამ ბიჭში.ამ ბიჭმა ფეხბურთი ბათუმში კიარ ისწავლა ტალანტი დაიბადა.რუბინმა კიარ იღორა ტომ გუნდებმა იწუწკეს.ესა სიმართლაა
მოსეხონელი
08 სექტემბერი 2022 08:06
0
იღორა რას ქვია? შენ რო ხელში ბრილიანტი ჩაგივარდეს რომელიც 25-30 მილიონი ღირს რეალურად, რატო გაყიდი 10 ში?
Emre
07 სექტემბერი 2022 12:40
0
რაში გაინტერესებთ რა ღირს? წილში ზიხართ? მთავარია ითამაშოს კარგად, როგორც ეხლა თამაშობს.იმ ნიგერიელზე რომ ამბობთ...ის ყველაზე მეტს დარბის, მარტო ლუკაკუს ჩამორჩება. სულ დაძაბულობაში ჰყავს მცველები და ამიტომ ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის. მიუხედავად იმისა გოლს გაიტანს თუ არა
დავით 67
13 სექტემბერი 2022 18:38
0

სიახლეები პოპულარული