"ფრთხილად, ევროპული ფეხბურთის სათამაშოდაა დაბადებული" - დელ პიერო ხვიჩას აფასებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, La Gazzetta dello Sport-თან "ნაპოლის" წარმატებულ გამოსვლაზე ისაუბრა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელიას არაპროგნოზირებად ტალანტს უწოდებს და მისი თამაშით აღფრთოვანებულია.

"გულწრფელად ვამბობ, ნაპოლი" ძლიერი გუნდია, სპალეტიმ უდიდესი სამუშაო გასწია. გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. აუცილებლად უფრთხილდით ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი არაპროგნოზირებადი ტალანტია, როგორც ჩანს, "კვარა" ევროპული ფეხბურთის სათამაშოდაა დაბადებული", - განაცხადა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია A-ში მეორე პოზიციაზე იმყოფება. "პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს 7 სექტემბერს, "ლივერპულის წინააღმდეგ
გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"როგორ აღმოვაჩინეთ კვარაცხელია?" - "ნაპოლის" დირექტორი ხვიჩაზე საუბრობს

alt"დედა, მამა, მე კვა­რა­ს­ექ­სუ­ა­ლი ვარ..." - იტალიელი გულშემატკივრების ხუმრობა

altკვარაცხელიამ კალათბურთელებს ნეაპოლიდან უქომაგა [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 20 /
რა საჭიროა ეს გარჩევები? ხომ ხედავთ ბიჭი მაგ ყველაფერზე მაღლა დგას, უბრალოდ პატივისცემა და სიყვარული დავუდასტუროთ და წარმატებები ვუსურვოთ არ ჯობია? წინ ხვიჩა!!! :)
ამბოკარი
14:00 07-09-2022
0
ასწლეულებია ამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, როგორც დიდი კონსტანტინე წერს " როდესაც შინ ამდენი მტერი გყავს,მას მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებსო" .. თანადგომა,მხარდაჭერა და სიყვარული ხვოჩა კვარაცხელიას,ამ შურიანების და ლეშისმჭამელებისგან!!! პ.ს როდესაც ისეთი ლეგენდა,როგორიც ალენსადრო დელ პიერო-ა შენზე საუბრობს და ვიღაც სი@#$ ბოღმიანები,შუბაზე იხევიან,ეს პატარა,კოომპლექსიანი კაცუნების ამბავია!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
08:51 07-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული