"ხვიჩას ყოველთვის ერთ რამეს ვეუბნები" - ვილი სანიოლი "კვარაზე" იტალიურ მედიას ესაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, "კვარას" "ნაპოლიში" თამაში მხოლოდ წაადგება და უკეთეს ფეხბურთელად აქცევს.

"კვარაცხელია იტალიაში თავს კარგად გრძნობს. აქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა. მშვენივრად ასპარეზობს, მისი ძალიან მჯერა. როგორც კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდი, "კვარას" საფეხბურთო უნარები მაშინვე შევამჩნიე. ქართველს გამორჩეული საფეხბურთო თვისებები და ეფექტურობის წარმოუდგენელი უნარი აქვს. ვფიქრობ, სპალეტის ხელში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, "ნაპოლის" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს.

კვარაცხელია ახლა ზრდის ეტაპს გადის, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველთვის ერთ რამეს ვეუბნები - "გააგრძელე თავდაუზოგავი ვარჯიში და ბევრი იშრომე". უამრავი კარგი მოთამაშე გვინახავს, რომლებმაც ზრდა შეწყვიტეს და ახლა ჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან. არ მინდა, ხვიჩას შემთხვევაშიც ასე მოხდეს. ის ტოპმოთამაშე უნდა გახდეს, წარმატების საიდუმლო კი თავდაუზოგავი შრომაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი კარგად არ მიდის.

მაკედონიასთან მატჩამდე, იმედი მაქვს, უფრო ძლიერი დაბრუნდება. ჩემი ნაკრების საკვანძო მოთამაშეა. ბულგარეთთან და მაკედონიასთან (პირველ შეხვედრაში) იდეალურად გამოიყურებოდა. ველოდები, რომ სანაკრებო თამაშებს კარგ ფორმაში შეხვდება", - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით მორიგ მატჩს მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს.

alt"ფრთხილად, ევროპული ფეხბურთის სათამაშოდაა დაბადებული" - დელ პიერო ხვიჩას აფასებს

alt"როგორ აღმოვაჩინეთ კვარაცხელია?" - "ნაპოლის" დირექტორი ხვიჩაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 12 /
სამწუხაროდ ეგ გვაქვს სიზარმაცე რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი ვიცით რომ არაპროფესიონალიზმის და სიზარმაცის გამო ვერ გამხდარა ის რაც შეეძლო გამხდარიყო და სამწუხაროდ ზოგიერთი მოქმედი ფეხბურთელიც ასეთია
გოჩა
02:29 07-09-2022
0
Როგორ აგეწვა სექტანტო...
G.LA-ს
22:06 06-09-2022
4

სიახლეები პოპულარული