"იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია" - ბენიტესმა ხვიჩა შეაქო

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა დამრიგებელმა რაფაელ ბენიტესმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ბევრი მას ჯერ კიდევ არ იცნობს, თუმცა დღეს იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია. 21 წლის არის, მაგრამ ძალიან ნიჭიერია და როცა ამ ასაკში იტალიაში ასე თამაშობ, ეს შენს მენტალიტეტს უსვამს ხაზს".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს დღეს, 7 სექტემბერს, "ლივერპულთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია agenda-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაფა ბენიტესი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელი. სტამბულის ფინალის შემოქმედი, ტორესის და ჯერარდის სასწაულ დუეტად ჩამომყალიბებელი. ულამაზეს ფეხბურთ თამაშობდა ლივერპულის იმ პერიოდში.
არ ვაშორებდი თვალს პრემიერ ლიგის თამაშებს იმ წლებში.
ასეთი კაცი რომ შეგაფასებს მართლაც გასაოცარია.
ღმერთო როგორ მიხარია ასეთი ამბები!
ნეტა დღევანდელი თამაში კარგად ჩაივლიდეს.
წინ კვარა!!!
Spain
20:22 07-09-2022
3
ესეთი ლეგენდების შეფასებები გაგვაცანით ხოლმე და არა რუსი მწვრთნელების,რომლებსაც საკუთარ ქვეყანაშიც არ ცნობენ!!!!
ირაკლი
19:31 07-09-2022
14

სიახლეები პოპულარული