ყველასთვის კარგად ცნობილმა არჩილ არველაძემ გაზეთ "ლელოსთან" სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:
- რა თქმა უნდა, ყველა იმედიანად ვიყავით, როცა ის "ნაპოლიში" გადავიდა, მაგრამ გულწრფელად გვითხარით, ასეთ დასაწყისს თუ ელოდით?
- მეც ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ხვიჩა კარგად ითამაშებდა, მაგრამ ჯერ სხვა რამე მინდა ვთქვა - მისი ასაკიდან და საფეხბურთო თვისებებიდან გამომდინარე, საუკეთესო არჩევანი იყო იტალიაში და, კერძოდ, "ნაპოლიში" გადასვლა. რაც შეეხება იმას, ველოდი თუ არა ასეთ დასაწყისს... გოლების რაოდენობას თუ გულისხმობთ, ეს ცოტა რთული წარმოსადგენი იყო.ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, პრესა და
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სადებიუტო სეზონზე გვაქვს საუბარი და ეს ხდება ევროპის ტოპჩემპიონატში. ასეთი სიძლიერის ტურნირში ხვიჩას ადრე არ უთამაშია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არ არის ცენტრფორვარდი, არ არის ერლინ ჰალანი. ქართულ ფეხბურთში რომ გადმოვიდეთ, ჩვენს ლეგენდებში, არ არის რამაზ შენგელია. ვოვა გუცაევი გოლებს კი აგდებდა, მაგრამ იმდენ გოლს ხომ არ ვითხოვდით მისგან, რამდენსაც შენგელიასგან?
ძალიან კარგია, რომ ხვიჩას აქვს გოლის შესანიშნავი ალღო, მაგრამ მისი ამპლუაც უნდა გავითვალისწინოთ. მოკლედ, თუ ის შედეგი დაიდება, რაც ვთქვი, იქნება ძალიან მაგარი და თუ მეტი გამოვა, ხომ თავისთავად - ამაზე კარგი რა იქნება?!
- როცა საქმე ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ეხება, სულ გვეშინია, ზედმეტი წარმოდგენა არ შეიქმნას თავის თავზე, სხვანაირად რომ ვთქვათ, "თავში არ აუვარდეს". სასიამოვნოა, რომ ხვიჩას შემთხვევაში ამის ნიშნებიც კი არ გვაქვს...
- იცით, ვის უვარდება თავში? იმას, ვინც იმდენად მაგარი არ არის და ერთი რაღაც რომ გამოუვა. ხვიჩას შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ის მართლა ძალიან მაგარია!
- წეღან თქვით, ძალიან მინდოდა, კვარაცხელია სწორედ იტალიაში წასულიყო სათამაშოდო. რატომ ფიქრობდით ასე?
- იტალიაში "ნაპოლი" ერთ-ერთი წამყვანი გუნდია, შემტევი გუნდია და ბევრი უკნიდან ეთამაშება. ხვიჩას საშუალება ექნება ხშირად, რომ, როგორ ვიტყვით ხოლმე, ფეხში მიიღოს ბურთი.
- ფაქტია, მან უკვე მოიპოვა დიდი აღიარება...
- როცა კარგად თამაშობ, აღიარებაც მოდის. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ახლა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ ხვიჩას შეიძლება თამაში ჩაუვარდეს. ყველა მატჩს ერთ დონეზე მესიც კი ვერ ატარებდა და ატარებს.
- იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" პერსპექტივებს როგორ აფასებთ?
- კი, ამ დროისთვის ერთ-ერთი ლიდერია სერია A-ში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ზაფხულს გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ჩემი აზრით, კარგი შედეგი იქნება. ისე კი, რა თქმა უნდა, ხვიჩას და "ნაპოლის" ჩემპიონობას ვუსურვებ.
მჯერა შოთამ თავისი აზრი დააფიქსირა და არ დაუმოძღვრავს არავინ გინდა თუ არა ასე უნდა იყოსო. რათქმა ინდა ერთ დონეზე და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვერავინ ჩაატარებს ყველა მატჩს ყველა ტურნირზე. რათქმა უნდა ხშირად გავიხარებთ და ასევე ხშირად გავბრაზდებით სხვადასხვა სპორცმენის თამაშზე მაგრამ, გამოხატვით ისე არ გამოვხატავთ როგორც მრავალი ვაი "ქომაგი" და ვაი "ადამიანი". ჩვენ ხშირად დავაფიქსირებთ შენიშვნებს და ჩვენს შეხედულებებს იმ ჩარჩოებში რა ჩარჩოებიდანაც ჩვენს მოსაზრებებს გამღიზიანებლური ტონი არ ექნება და ყველა სპორცმენსა და გულშემატკივარს საშუალება ექნება მომავალში სარგებლობის მიზნით ჩვენი ჯანსაღი კრიტიკისგან ანალიზი გააკეთოს. მთავარია სხვადასხვა ჩავარდნილი მატჩის და მატჩისას დაშვებული შეცდომების გამო შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ადამიანებს რომლებიც ჩვენს გახარებას და ქვეყნის სიყვარულს უძღვნიან საკუთარ თავს. მე მქვია გიგი, თქვენ ყველას თქვენი სახელი, ერთად ვართ საქართველო. ხოდა გაუმარჯოს საქართველოს, მრავალჯერ გაიხაროს თავისი შვილების წარმატებით და გამარჯვებით. წარმატებები და გამარჯვებები ყველას თქვენ.
მაგის ნახევარი უკვე გაკეთებული აქვს და ჯერ სეზონი წესივრად დაწყებულიც არ არი. ცოტა ხო უნდა დაიანგარიშო, როგორ 10 ზე მეტი გოლი თუ ვერ გაიტანა(?) ესეიგი თარსავს იმენა რა