"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყაროში ახლა შესვენებაა, მალე კი გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ. ქართველი გულშემატკივრები ჯერ კიდევ გასული სეზონის "ტყვეობაში" არიან, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ დიდ ფეხბურთში დაგვაბრუნა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე "კვარას" შესანიშნავი დებიუტის შემდეგ, 2022 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, ქართველი გარემარბი ამ ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს...

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობები ბოლომდე გააზრებული გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით სრულად მაინც გვიჭირს აღვიქვათ, რომ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია ისეთი კლუბის წინააღმდეგ, როგორიც "ლივერპულია", ერთ-ერთი გამორჩეული იყოს და მაღალი დონის მეტოქეები უშანსოდ
დაჩაგროს. ალბათ, სწორედ ამის გამოა, რომ მატჩამდე ვამბობდით, მისი ვიზავი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ცუდ ფორმაშია და ეს ხვიჩას დამატებით შანსს აძლევსო. ბოლომდე დარწმუნებით შეგვიძლია თქმა - მოწინააღმდეგის დონეს, მომზადებასა თუ კლასს კვარაცხელიასთვის მნიშვნელობა არ აქვს, მას ყველგან შეუძლია მათ თავბრუ დაახვიოს, ფინტები გამოიყენოს, კარგი პასი გააკეთოს და გაიტანოს.

უკვე საქმე იმ კალიბრის მოთამაშესთან გვაქვს, რომელზედაც მოთხოვნაც იმავე "ლივერპულს" არც ისე შორეულ მომავალში გაუჩნდება. ამ ქართველ ბიჭში თანამედროვე ფეხბურთისთვის იმდენად ცოტა სატრანსფერო თანხაა გადახდილი და უმოკლეს დროში ის ძალიან გაზრდილია.

კვარაცხელია სულ სხვა დონეზე ავიდა და როგორც კიდევ უფრო მეტი რესურსი, სამუშაოც ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მიუხედავად ამ დრიბლინგების, დროული პასების, ზუსტი დარტყმის, ართმევების და ფიზიკურად საკმაო სიძლიერისა (ვნახეთ, კორპუსი როგორ გამოიყენა), ჯერ კიდევ მინიმალური შესაძლებლობები აქვს გამოვლენილი და ეს ფაქტი კიდევ უფრო გვახარებს, მით უმეტეს, მისი მსგავსი შრომისმოყვარე და ჟინიანი ადამიანისგან, დიდი მიზნები რომ აქვს.

"კვარას" სულ უნდა, ბურთისგან ხიფათი შექმნას, მის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძვის, გატანაც ძალიან აბედნიერებს, თუმცა თავს უფლებას არ აძლევს, ბურთი არ დათმოს, როცა მის ადგილას ბევრი სხვაგვარად მოიქცეოდა და პასი არ გააკეთოს. ცხოვრების გარკვეული პრინციპი ხომ ესაა, რაც მეტს გასცემ, მეტს დაიბრუნებ და იმ ემოციებს, რაც ჯოვანი სიმეონემ გოლისას მიიღო, ხვიჩა როგორც ისევ მოედანზე, ასევე მის გარეთაც, აუცილებლად უკან მიიღებს და შეისრუტავს. ფეხბურთი მხოლოდ კარის აღება არაა, არამედ ის, რასაც ქართველი გარემარბი აკეთებდა - მან სამი გოლის შექმნას სათავე დაუდო.

Sportall.Ge

ახალი სახეები ასე იბადებიან. ორი დღის წინ ვნახეთ, რომ მოჰამედ სალაჰს არაფერი გამოუვიდა. გავა წლები და ამ მატჩს გაიხსენებენ, როგორც ვარსკვლავის ამონათებას. კვარაცხელიას ამისთვის ყველაფერი აქვს და მალე მისი ისეთი კარიერა უნდა ვიხილოთ, ბევრ აქამდე ნანახს რომ გადაგვიფარავს.

გამოჩენილ ქართველ მწერალს, რევაზ ინანიშვილს აქვს მოთხრობა - "ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა". მის შინაარსს არ ჩავუღრმავდებით, უბრალოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "კვარაც" ძალიან ყოჩაღია, ჩიტივით თავისუფალი და ლაღი. ისიც მზადაა, ყოველგვარ "გრიგალს" გაუძლოს და დიდი ისტორია შექმნას. მას ამხელა მოლოდინების ზურგით ტარება მოუწევს და ეს მარტივი არაა, მაგრამ ჩვენ უკვე  ყოველგვარი ეჭვი უნდა მოვიხსნათ, სადაც შეძლო "ლივერპულთან", შეძლებს სხვა გრანდთანაც!

altხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

alt"ნაპოლი" ამხანაგურებით იწყებს - ხვიჩას შეხვედრა დებიუტთან, მეტი დასვენების დრო და ტრანსფერების მოლოდინი

მკითხველის კომენტარები / 29 /
ბიჭო ნთქვენ კვარას მძაგებლებს კალა გიდევთ თავში თუ თუთია, ვერ ნახეთ გუშინ ვინ იყო ჩამოსული ინგლისის ნაკრების საყურებლად, პირველი ნაკრების მწვრთნელი, ე. ი. ამ ნაკრებები თამაშები არის ახალგაზრდების ასარჩევად და არა უკვე პროფების საყურებლად გამართული თამაშები. გაიგეთ ხიხოებო.
მალხაზ ჯობავა
14:08 09-07-2023
3
ისევ აჯაფსანდალი, არავინ იცის რა როგორ, სამწუხაროდ ისევ მოგვიწევს სხვა კლუბების ქომაგობა, აბა სხვა რა გზაა, წარმატებები ყველას,
გიო
07:24 09-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული