"მეგობრებო, ჩვენ წინ ვარსკვლავი იბადება" - ცნობილი იტალიური გამოცემა ხვიჩას შესახებ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშაა.

ჩვენებურმა გუშინ "ლივერპულთან" ბრწყინვალედ იასპარეზა და არაერთმა ცნობილმა გამოცემამ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.

ამჯერად "კვარას" შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს:

"ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს საკუთარი თავი გააცნო. "ნაპოლიმ" სულ რაღაც 10 მილიონად შეიძინა, ახლა კი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია. გუშინ დიდ სცენაზე პირველად გამოჩნდა, "კვარამ" კვლავ შოუ მოაწყო და ნახევარი ევროპის ყურადღება მიიპყრო. მეგობრებო, ჩვენ წინაშე ვარსკვლავი იბადება".

ხვიჩამ "პარტენოპეის" მაისურით 6 შეხვედრა გამართა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2
შედეგიანი გადაცემაა.

alt"ეს აქვს, რაც გვაოცებს" - შოთა არველაძე ხვიჩაზე საუბრობს

altDaily Mail: ნეაპოლში ქართველ ვუნდერკინდს ახალ მარადონად მოიხსენიებენ

alt"ხვიჩა 2-3 ინსინიე ღირს" - ნეაპოლელი ჟურნალისტი


მკითხველის კომენტარები / 9 /
Varskvlavi didi xania rac daibada axla ykyret mis akashkashebas da datkbit napolis okros xana bryndeba
Zaza
07:26 09-09-2022
0
"სამხრეთის ვარსკვლავი".
Galaqtika
05:35 09-09-2022
0

სიახლეები პოპულარული