Daily Mail: ნეაპოლში ქართველ ვუნდერკინდს ახალ მარადონად მოიხსენიებენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავ თამაშს ბრიტანული "დეილი მეილი" გამოეხმაურა:

"ვან დეიკმა კარის ხაზიდან გამოიტანა 21 წლის ქართველი ვუნდერკინდის, ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული ბურთი, რომელმაც მეორე მომენტის შექმნამდე უკვე აღაფრთოვანა პუბლიკა.

კვარაცხელიას "კვარადონა" შეარქვეს, რაც ნეაპოლში უდიდესი კომპლიმენტია. 31-ე წუთზე მისმა ძალისხმევამ ანგისას გოლი გატანის საშუალება მისცა. მალე მეორე მესამედ გარდაისახა - დაცვის ბარიერები გადალახა და ჯოვანი სიმეონეს "ნაპოლიში" პირველი გოლი გაატანინა".

გამოცემა აღნიშნავს, რომ "გაძეტა დელო სპორტის" შეფასებით, "ლივერპულს" გაკვეთილი ჩაუტარეს და განსაკუთრებით ხვიჩა შეაქეს, რომელსაც ქალაქში,
სადაც დიეგო მარადონას აღმერთებენ, ახალ მარადონად მოიხსენიებენ - სტატიას მოკლე და მრავლისმთქმელი სათაური აქვს წამძღვარებული - "ფენომენაპოლი".

მკითხველის კომენტარები / 4 /
კი კი ხვიჩა შეგვიყვანს ევროპაში ; ჩვენ ვისხდეთ!!კაია ხო ევროპა??
ასეა ეს
23:08 08-09-2022
80
საპენალტე გადაცემა , რომ გაუკეთა ოსიმენს, ეგ საგოლე გადაცემაზე ნაკლები იყო თუუუ )))
ბესო
22:34 08-09-2022
2

სიახლეები პოპულარული