მამარდაშვილი "ვალენსიასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს - ესპანური პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ElDesmarque ავრცელებს.

"გიორგი მამარდაშვილი "ღამურებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ფინანსური Fair Play-ს გამო მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა, მაგრამ ეს საკითხი უკვე დახურულია და მალე კლუბი ინფორმაციას ოფიციალურად გამოაცხადებს. კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაიწერება. ზაფხულში გიორგის გადაბირებას არაერთი გუნდი ცდილობდა, მაგრამ ქართველი "მესტალიაზე" ბედნიერია და წასვლას არ აპირებს, მისი მთავარი მიზანი "ვალენსიასთან" ერთად წარმატების მიღწევაა, გატუზოსთან მუშაობით კი აღფრთოვანებულია. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ
კარგად იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მამარდაშვილი გუნდისთვის. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წელს იწურება.

ამასობაში გიორგი ლა ლიგაში წარმატებულად გამოსვლას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ სამი თამაშია გოლს უშვებს, ქართველი კარგ ფორმაშია და ურთულეს ბურთებს იგერიებს. ლა ლიგის მე-3 ტურში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზა." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

altPOSTV - გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" კონტრაქტს ახანგრძლივებს, გამოსასყიდი თანხა - 100 მილიონი



მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიანაც კარგი მშვენიერ გუნდსა და ჩემპიონატში თამაშობს და სად უნდა წავიდეს,გეგონება ვალენსია ყაზახური ტობოლი იყოს,გაანებეთ მამარდაშვილს თავი და აცადეთ წყნარად მუშაობა,ნეტავ ყველა ქართველი ესეთი დონის კლუბში თამაშობდეს.გასაკვირია პირდაპირ რატო უნდათ ზოგზოგიერთებს მამარდაშვილის ვალენსიადან წამოსვლა.
qomagi
16:33 09-09-2022
0
აზაროვს რა ჭირს ინფო ხოარ გააქვთ?
განაცხადშიც ვერ ხვდება
beqa
11:35 09-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული