"ტოტენჰემი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გიორგის შეძენას ცდილობდა - ესპანური პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენას სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში "ტოტენჰემი" ცდილობდა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა blanquinegres.com ავრცელებს. 

"სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, "ვალენსიაში" მღელვარება იყო, რადგან არსებობდა გიორგი მამარდაშვილის წასვლის საფრთხე, ქართველის გადაბირებით "ტოტენჰემი" აქტიურად იყო დაინტერესებული, თუმცა ფაბიო პარატიჩიმ წინადადება აღარ გააკეთა და გიორგიც "ღამურების" შემადგენლობაში დარჩა.

იმ შემთვევაშიც კი თუ გიორგი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, მისი გამოსასყიდი თანხა წლიდან წლამდე ავტომატურად გაიზრდება, 2023 წლის ივნისამდე "მამარდას" გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო იქნება, შემდეგი წლიდან 30 მილიონი, მაგრამ
ბოლო ცნობებით, ქართველი ახალ ხელშეკრულებას ხელს სულ მალე მოაწერს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას დღეს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

altმამარდაშვილი "ვალენსიასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს - ესპანური პრესის ინფორმაცია

altუდიდესი აღიარება - სანტიაგო კანისარესის აზრით, "ვალენსიას" ძირითადის მეკარე გიორგი მამარდაშვილი უნდა იყოს

მკითხველის კომენტარები / 2 /
არა მგონია, რომ გიორგიმ უღალატოს იმ გუნდს, რომელიც სრულიად გამოუცდელ ბიჭს ენდო და კონტრაქტი გაუფორმა, არსად არ წახვიდე გიო ეს პერიოდი, მალე მოვა ის დროც, როცა ტოპ კლუბი წაგიყვანს, უერთგულე იმას, ვინც შანსი მოგცა დიდ ფეხბურთში.
1
ძალიან კარგი თუ ინგლისში არ გადავიდა. გაცილებით უკეთესი ზრდა ექნება ესპანეთში თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მისი შეძენა ბარსას უნდა...
ლაშა
13:01 10-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული