"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თავისი საყვარელი გუნდის, "რეალის" ინტერესის სფეროში მოექცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fichajes-ი თავის პირად წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ქართველმა "რეალში" შეიძლება მარკო ასენსიო შეცვალოს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული და დიდი ალბათობით მადრიდულ კლუბს დატოვებს.
"რეალი" ქართველის თამაშს მთელი სეზონის განმავლობაში დააკვირდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა ტრანსფერზე "ნაპოლის".
რეალში მაგ ფლანგზე ვინისიუსია. რაში ჭირდება რეალს ხვიჩა.