პოლონეთის ექსტრაკლასას მეცხრე ტურში „ლეხმა“ შჩეცინში გამარჯვება 90+9-ე წუთზე გაუშვა ხელიდან და ფრეს დასჯერდა - 2:2.
პოზნანურ გუნდში 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგო იყო. კონფერენს ლიგაზე „ვილიარეალთან“ გასულ შეხვედრაში ნიკამ 90-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიომ ბოლო 12. წიტაიშვილი „ლეხში“ უკეთესის იმედით გადავიდა, მეტ სათამაშო დროს იმსახურებს და აშკარაა, რომ პრობლემა შეექმნა.
„ლეხს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 ქულით მეათე ადგილზეა და 15 სექტემბერს კონფერენს ლიგაზე „აუსტრიას“ უმასპინძლებს, 18-ში კი პოლონეთის ჩემპიონატზე პოზნანში „ვარტას“ დაუპირისპირდება.