რატომ არ ათამაშებს სპალეტი კვარაცხელიას ბოლომდე? - იტალიელი ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ განმარტა, თუ რატომ ცვლის მეორე ტაიმში ყოველთვის "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას.

"სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ ვიღაცა მუდმივად ცდილობს მისი ავტორიტეტის შელახვას და უნდა, სხვებსაც დააჯეროს, რომ გუნდისთვის საზიანოდ მოქმედებს. ლუჩანო მართალია, ის ბრაზდება მაშინ, როდესაც ლაპარაკობენ, თითქოს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

თუ ყურადღებას მიაქცევდით, კვარაცხელია არასდროს თამაშობს ბოლომდე: მას 65-ე წუთის შემდეგ ცვლის და უფრთხილდება, როგორც ძვირფას ფეხბურთელს. მიზეზი? სპალეტი სტრესული ტრავმებისგან იცავს, რადგან ახალ ქვეყანაშია, იქამდე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობდა, ასეთ დროს კი გადაღლისგან
კუნთის დაზიანება სავსებით შესაძლებელია. იცის რა, ეს რამდენად მნიშვნელოვანია, სპალეტი უფრთხილდება, რამეთუ შორს იხედება", - თქვა კარიელომ Campania Sport-თან.

მკითხველის კომენტარები / 26 /
სპალეტიმ იცის თავისი საქმე. ის ხვიჩასგან გააკეთებს უდიდეს ფეხბურთელს.
გია
15:29 13-09-2022
2
ძალიანაც კარგი, რომ ბოლომდე არ ათამაშებს... ნაკრებისთვი უკეთესი ფიზიკური კონდიცია აქნება!!!
tngh
15:18 13-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული