10-ჯერ გაზრდილი ხელფასი - მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გიორგის ხელფასი, ახალი კონტრაქტის მიხედვით, თითქმის 10-ჯერ გაიზრდება.

"ახალი კონტრაქტის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილის ხელფასი თითქმის 10-ჯერ გაიზრდება. გარდა ამისა, გამოსასყიდი თანხა 20 მილიონიდან 100 მილიონ ევრომდე მოიმატებს. ქართველი ახალი კონტრაქტის დეტალებით კმაყოფილია და "ვალენსიაში" დარჩენას კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავს. კლუბი იძულებული გახდა, გადაედგა ნაბიჯები, რადგან სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში გიორგის მიმართ დაინტერესება რამდენიმე გრანდმა გამოთქვა

"ვალენსია" ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს "სელტას"
წინააღმდეგ გამართავს.

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

alt"მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია..." - ინტერვიუ შოთა არველაძესთან


მკითხველის კომენტარები / 19 /
მოკლედ ეს და კვარაცხელია რო ᲗავიანᲗი გუნდების მნიᲨვნელოვანი და ᲫირიᲗადის ხალხია ეგ უკვე იასნია,დავიᲗაᲨვილიც იმედია კარგაᲗ მოერგება ბორდოს და გაქაᲩავს,ლიგა 1 Ში რო ავლენ მაგაᲨი დარწმუნებული ვარ,ეხლა ერᲗი მიქაუტაᲫე გადავიდეს სადმე ტოპ ᲒუნდᲨი,რაც არ მგონია Შორეული მომავალი,მაგის დᲦევანდელ და წარსულ Შედეგებს Თუ გავიᲗვალისწინებᲗ,და მერე ასევე ᲩაკვეტაᲫე დაუბრუნდეს Ძველ ფორმას,რაც ასევე გამოიწვევს ტოპ გუნდების ინტერესს,და აი მერე ნებისმიერი მოვიდეს და გვეᲗამაᲨოს(ნუ არგენტინა ბრაზილიის გარდა:D)
გიო
13 სექტემბერი 2022 15:26
0
Da mag sias lochoshvili azarovic daumate, kidev ramodenime axalgazrda gamochndeba da egaa
Www
13 სექტემბერი 2022 19:07
1
წარმატებები გიორგის, სწორად მოიქცა რომ რჩება ვალენსიაში. ერთი რამე გამაგებინეთ ხან 25 და ხან 28 ნომერი რატოა ეს ბიჭი? არ ეკუთვნის ერთი ნომერი?
ქომაგი
13 სექტემბერი 2022 15:14
2
სახლში 28 ნომერია, გასვლაზე 25 სპეციალურად შვებიან, მასკიროვკაა მოკლედ :)))))
nika
13 სექტემბერი 2022 20:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული