ფრანგულ გუნდებს მის დამატებას ვთავაზობდი, მაგრამ არც კი მომისმინეს, რიბერის ძალიან ჰგავს - ვილი სანიოლი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა RMC Sport-თან  ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

45 წლის სპეციალისტის თქმით, მან რამდენიმე ფრანგულ გუნდს "კვარას" დამატება შესთავაზა, თუმცა არავინ მოუსმინა.

"როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ხვიჩას ტალანტი მაშინვე შევამჩნიე და 1 წლის განმავლობაში ლიგა 1-ის გუნდებს მის დამატებაში ვარწმუნებდი. ფინანსურად რისკი არ არსებობდა. მხოლოდ ერთმა კლუბმა გამოიჩინა დაინტერესება, თუმცა ტრანსფერი "ნაპოლისთან" უკვე შეთანხმებული იყო.

მათგან ვისმენდი მიზეზებს, რომლებიც ძალიან მაბრაზებდა. მეუბნებოდნენ, რომ ხვიჩა 70-ე წუთისთვის უკვე დაღლილია; ვილი, ის ქართველია და არა ბრაზილიელი, ეს კი
ნაკლებად გლამურულია.

შემიძლია ვთქვა, რომ "პარი სენ ჟერმენთან" არ მისაუბრია, მაგრამ 3-4 დიდ ფრანგულ კლუბთან ამ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია მქონდა.

ხვიჩა ფრენკ რიბერის ზუსტი ანალოგია, ფრანგი მის ასაკში იდენტურად თამაშობდა. კვარაცხელიას თამაშის საკუთარ თავზე აღება უყვარს. იმედია, ქართველსაც ისეთივე საფეხბურთო კარიერა ექნება, როგორიც რიბერის" - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, დღეს ვილიმ სექტემბრის თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, 23 სექტემბერს ეროვნული გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარს დაუპირისპირდება.

altTodofichajes: "ლივერპული" ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგია
დავითაშვილიც სანიოლის რეკომენდაწიიტ მოხვდა ეგეც საინტერესოა ჟურნალისტებმა იქნებ დაუსვათ ზურიკოზე და იმ ფრანგულ კლუბებზე ვისაც ხვიჩა შესთამაზა ჟურნალისტებო იმედია დაისმევ აეს შეკითხვაც წარმატებები ნაკრებს
ემიგრანტი
17:43 15-09-2022
2
ვილი ჯიგარი ხარ!ეხლა ერთი კაი საქმე გააკეთე-ფრანგულ გუნდებს გეგუჩაძე შესთავაზე,ეხლა ასიანი მოგისმენენ,გვიხსენი ძმურად)
გიუშა
08:00 15-09-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული