"რეინჯერსის" გულშემატკივრებმა ხვიჩაზე თავდასხმა სცადეს

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა II Matino-მ დღეს ჩვენთვის მეტად არასასიამოვნო ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ "რეინჯერსისა" და "ნაპოლის" მატჩის დასრულების შემდეგ გლაზგოელთა ფანებმა ხვიჩა კვარაცხელიასა და იტალიური კლუბის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენეს.

წყარო წერს, რომ ჩვენებური და მისი თანაგუნდელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც ეს უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.

საბედნიეროდ, საქმეში სტიუარდები ჩაერივნენ, რომლებმაც უსაფრთხოების დერეფანი გააკეთეს და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" 3:0 დაამარცხა, ხვიჩამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 68-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად მატეო პოლიტანომ აქცია.

"პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას
4 ოქტომბერს "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
მაგათ უთხრას ვინმემ, რაღა ხვიჩას დასხმია ვინმე თავს და რაღა მთელიანად საქართველოს დაგვესხას თავს. რაღა თქმა უნდა ნეაპოლიც გვერძე არ დარჩება.
G.LA
18:44 15-09-2022
4
მაგარი გაბრაზებული ვარ სპალეტიზე, პენალტი რომ არ დაარტყმევინა კვარას. გვიჩაგრავენ ოქროს ბიჭს.
ფეოლა
18:07 15-09-2022
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული