"რეინჯერსის" გულშემატკივრებმა ხვიჩაზე თავდასხმა სცადეს

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა II Matino-მ დღეს ჩვენთვის მეტად არასასიამოვნო ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ "რეინჯერსისა" და "ნაპოლის" მატჩის დასრულების შემდეგ გლაზგოელთა ფანებმა ხვიჩა კვარაცხელიასა და იტალიური კლუბის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენეს.

წყარო წერს, რომ ჩვენებური და მისი თანაგუნდელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც ეს უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.

საბედნიეროდ, საქმეში სტიუარდები ჩაერივნენ, რომლებმაც უსაფრთხოების დერეფანი გააკეთეს და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" 3:0 დაამარცხა, ხვიჩამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 68-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად მატეო პოლიტანომ აქცია.

"პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას
4 ოქტომბერს "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
არც იტალიელი გულშემატკივარი გამოირჩევა ტოლერანტობით. ვფიქრობ უარესებიც არიან როცა მათი გუნდი აგებს. ახლახან ფიორენტინას ფანებმა სპალეტის, თან გუნდს არ წაუგია და ვფიქრობ უკეთესად ითამაშა ვიდრე ნაპოლიმ. სპალეტი ფლორენციელია და გამოდის რომ ისინი თავისიანსაც არ ინდობენ. მერე რა რომ ნაპოლის მწვრთნელია. იტალიელი ხომ არის? ისე მე თუ მკითავ წაგებული გუნდის ქომაგები ყველა ერთნაირები არიან. თურქები ბერძნები რუსები ინგლისელები და ა.შ
დავით 67
15 სექტემბერი 2022 17:57
0
ეგენი ნამდვილი შოტლანდიელები არ არიან. რომელი შოტლანდიელი უმღერებს და აქებს ინგლისის დედოფალს?
ლომი
15 სექტემბერი 2022 17:10
3
ლომი ხარ თუ ვეფხვი, დიდი ბრიტანეთის მეფე-დედოფლები შოტლანდიის დედოფლის მემკვიდრეებად ითვლებიან, იურიდიულად. მაგათ თან დამოუკიდებლობა უნდათ, თან კაი ცხოვრება. მე ასე მეუბნებოდნენ 90-ან წლებში. გვინდა ცალკე, ოღონდ კარგად უნდა ვიყოთ და დედოფალი იყოს საერთოო. თქვენსავით არ გგვინდაო. ანუ, ჩვენ რომ მოგვეთხოვა 9 აპრილს: გვინდა ცალკე, გვინდა ვიყოთ კარგად, ოღონდ ცეკას მდივანი საერთო იყოსო. არ გეგონოს ანეგდოტს ვყვებოდე.
ჰაჰა
15 სექტემბერი 2022 20:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული