თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ფაქტორი კვარაცხელიას თამაშში - რა როგორ უნდა გავიგოთ...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ქართველ გულშემატკივრებში იმხელა ემოციებს იწვევს და "ნაპოლის" თითოეულ შეხვედრას ისეთი მოუთმენლობით ველით, რომ მის ირგვლივ ბევრი რამ გვაინტერესებს. ყველაფერზე ვნერვიულობთ - "65-ე წუთისთვის შეცვლიან", "პასი რატომ არ მისცეს?", "პენალტი უნდა დაერტყა"...

კარგია, როცა ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ასე გააერთიანა და სიხარულის გამოხატვის საშუალებად იქცა, თუმცა, თავად ხვიჩას ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე უკიდურესობაში გადავარდნაც თავიდან უნდა ავირიდოთ და ამაზე ადრეც დაგვიწერია...

რა ვნახეთ გლაზგოში? ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი - ბევრ ორთაბრძოლაში გამარჯვება, ართმევები, მის წინააღმდეგ ხშირად დარღვეული თამაშის წესი,
დრიბლინგები, პასები და მოპოვებული თერთმეტმეტრიანი. ყველაფერი ეს სასიამოვნო იყო. ის, რომ ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელ სპალეტის კიდევ უფრო მეტი სურს და "კვარასგან" დაცვაში აქტიურობას და მეტ გაცემულ პასს ელის, ეს ერთგვარი კრიტიკა თითქოს, გულდასაწყვეტია, თუმცა, ამავდროულად, ლუჩანო სპალეტი ზუსტად გრძნობს, რამხელა პოტენციალთან აქვს საქმე. მას სურს, კიდევ უფრო სრულყოფილი კვარაცხელია ნახოს და ეს ეს შენიშვნები ხვიჩამ განვითარებისთვის გამოიყენოს. სპალეტისთან დაკავშირებით ზუსტად ასეთივე მოსაზრება საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაც ვილი სანიოლსაც აქვს.

Sportall.Ge

"რუბინის" დამრიგებელი ლეონიდ სლუცკიც სულ ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ ტრიალებდა, შეხვედრის დროს ხშირად მიმართავდა, ეძახდა და პრესკონფერენციებზე კრიტიკულადაც ახსენებდა. ეს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. მთავარია, "კვარაზე" ყველაფერმა ამან მხოლოდ დადებითად იმოქმედოს...

კი, მთელი თამაში საგანგებოდ თუ დააკვირდებოდით, კვარაცხელიას ფლანგზე მოთამაშე მცველი მარიო რუი ხვიჩას გავლით შეტევას, ფაქტობრივად, არ აგრძელებდა. კი, მას შემდეგ, რაც ზელინსკიმ ორი პენალტი (ახლიდან შესრულება დასჭირდა) ვერ გამოიყენა და თერთმეტმეტრიანის უფლება უკვე ქართველმა გარემარბმა მოიპოვა, სამართლიანი იქნებოდა, ის თავად ჩვენებურს შეესრულებინა. ხვიჩა იმ ტიპის ფეხბურთელი არაა, ბურთი აეღო და კატეგორიულად მოეთხოვა, უნდა დავარტყაო. ამის დროც მოვა, როცა კვარაცხელიას მიმართ მეტი ნდობა იქნება და გამოცდილებაც თავისას გააკეთებს, ახლა კი სანერვიულო არაფერია - "კვარა" ნეაპოლელი გულშემატკივრების რჩეულია.

სტანდარტულების შესრულებაზე კი ყურადღებას ისევ მივაპყრობთ. წინა შეხვედრის შემდეგაც ვწერდით, რომ მწვრთნელს ქართველი შემტევი რატომღაც მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე წარმოუდგენია. "რეინჯერსთან" შეხვედრაში ერთადერთხელ ვნახეთ, რომ ასეთ ზონებში ბურთი პირდაპირ ხვიჩას გაუთამაშეს, რასაც მწვავე ეპიზოდი და ისევ კვარაცხელიას კარში დარტყმა მოჰყვა. მაინც ცოტა გაუგებარია, როცა რაღაც არ ამართლებს, მისი შეცვლა პერიოდულად მაინც რატომ არ უნდა სცადო?! ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ ჩვენ სუბიექტურად, მხოლოდ ხვიჩას ირგვლივ ვტრიალებთ, "ნაპოლის" ქება ეკუთვნის, მათ ჩემპიონთა ლიგაც წარმატებით დაიწყეს და სერია "ა"-შიც ლიდერები არიან.

შემდეგი გაჩერება "მილანია" - "ნაპოლის" ფეხბურთელები მეტად უნდა ენდონ კვარაცხელიას, ის ამას გაამართლებს!

altხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

altსპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩემი აზრი ესეთია სპალეტის განცხადების შესახებ, რომ პირველრიგში, რომ მოითხოვს მეტს ხვიჩასგან და მეორე, ფეხბურთი გუნდური თამაშია და, როცა ერთ მოტამაშეზე ესეთი აჟიოტაჟია რაც არუნდა დანარჩენი ფეხბურთელები დადებითად იყვნენ განწყობილი ხვიჩას მიმართ, მაინც შინაგანად უჩნდებათ პროტესტის გრძნობა, ადამიანები არიან და ესე ვთქვათ "ეგოიზმის" "სოჩიკი" ჩაირთო მათში, სპალეტი ხვდება ამ ყველაფერს და მსგავსი განცხადებებით აბალანსებს ფსიქოლოგიურ სიტუაციას გუნდში, თორე ხვიჩაში, რომ ეჭვი არ ეპარება ამაზე ორი აზრი არ არსებობს
rateqs
16:40 16-09-2022
0
სამწუხაროდ ბევრმა ძაან ისე გაიგო,რომ სპალეტიმ ხვიჩა გააკრიტიკა.შეიძლება ცოტა სხვანაირადაც შეიძლებოდა ყოველივე ამის თქმა თქმა, მაგრამ მე არ მეგულება ისეთი მწვრთნელი,რომელსაც თავისი გუნდის წევრისთვის ცუდი უნდოდეს,ყოველ შემთხვევაში სპალეტი ნამდვილად არ განეკუთნება ჩემი აზრით ასეთ მწვრთნელთა რიცხვს.მიუთითა იმაზე,რაც ხვიჩას უფრო ძლიერ და უფრო უმაღლესი კლასის ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.რაც შეეხება პენალტს,პენალტი, მწვრთნელის პრეროგატივაა თუ ვინ დაარტყამს თამაშის დროს,ასე რომ...წარმატებები და წინ სვლა ჩვენ ოქროს ბიჭს.პ.ს.ისე ეტყობა ვიღაც ჟურნალისტი(ქართველი ჩემი აზრით)ყოველი მატჩის შემდეგ სულ ხვიჩაზე ეკითხება და ამასაც ამოუვიდა ყელში,რადგან მართლა გუნდი იგებს თამაშს და არა ერთი ფეხბურთელი.ნაპოლის მართლა კარგი ნახევარდაცვა ყავს და ისინი კიდევ იტყვიან თავის სათქმელს კიდევ უფრო ხმამაღლა.ანგისსა მომწონს განსაკუთრებით.რა თქმა უნდა ხვიჩას მერე....ფორცა ნაპოლი!!!
კახა ქ.
03:26 16-09-2022
1

სიახლეები პოპულარული